ადამიანებს ყოველთვის სჭირდებოდათ სამედიცინო დახმარება, რის გამოც ჩვენი წინაპრები მუდამ სხვადასხვანაირ ხერხებს იყენებდნენ ერთმანეთის განკურნებისთვის. ზოგიერთი ხრიკის ამოხსნა თანამედროვე მედიცინასაც კი არ შეუძლია. თუმცა, ძველებური მეთოდების უმრავლესობა საკმაოდ უცნაური და საშიშიც კი იყო, რის გამოც ასეთი ხერხები სჯობს წარსულში დავტოვოთ:
8. კბილის ტკივილს თხის ცხიმის ბოლით მკურნალობდნენ
წინაპრები კბილის გასაყუჩებლად ხახვს და თხის ცხიმის ბოლს იყენებდნენ. მათ ასევე სჯეროდათ, რომ კბილის ტკივილის მორჩენის ერთადერთი ხერხი შუაღამით ბაყაყის დაჭერა და მის პირში ჩაფურთხება იყო სპეციალური სიტყვების თქმასთან ერთად.
7. დედები შვილებს ფეხზე დგომით აჩენდნენ
უძველეს ინდოეთში იცოდნენ მუცელში ბავშვის პოზიციის შეცვლის მსგავსი ხერხები. აფრიკულ ტომებში საკეისრო ოპერაციებსაც კი აკეთებდნენ პრიმიტიული ინსტრუმენტებით. თუმცა, ეკლესიის გავლენით მთელი ეს ცოდნა შუასაუკუნეებში დაიკარგა და ამას უამრავი ქალი შეეწირა მშობიარობის დროს.
6. ღვიის და მანდარინის ექსტრაქტებს ანესთეზიად იყენებდნენ
მესოპოტამიაში პაციენტების ტკივილის გასაყუჩებლად ასევე ალკოჰოლს და ოპიუმსაც იყენებდნენ. ეგვიპტეში მანდარინის ექსტრაქტს ხმარობდნენ იგივე მიზეზით, ხოლო ჩინეთში და ინდოეთში კანაბისის და ღვიის ექსტრაქტებს ხმარობდნენ ანესთეზიისთვის.
5. ქრონიკულ დაავადებებს ფიზიკური ვარჯიშებით და ნაკურთხი წყლით კურნავდნენ
ჰიპოკრატეს დროს სჯეროდათ, რომ ეპიეპსია ღმერთის მიერ იყო მოვლენილი და მას ქარი, სიცივე და მზე იწვევდა. სწორედ ამიტომ მას ლოცვებით და ნაკურთხი წყლით მკურნალობდნენ. უძველესი ექიმები დიაბეტის მქონე პაციენტებს ფიზიკური ვარჯიშებითა და სამკურნალო მცენარეებით მკურნალობდნენ.
4. თითქმის ყველა დაავადებას სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ
ეს მეთოდი ძალიან პოპულარული იყო ინდოეთში და არაბულ ქვეყნებში. ეს მეთოდი მეცხრამეტე საუკუნემდე იყო პოპულარული და მას დალაქები ასრულებდნენ.
3. ექიმები ადრე მომწამვლელ მცენარეებს და გველის შხამს იყენებდნენ
ანტიბიოტიკების გაჩენამდე ადამიანები ინფექციებს სწორედ მომწამვლელ მცენარეებზე და გველის შხამზე დაფუძნებული საშუალებებით ებრძოდნენ. თანამედროვე მეცნიერების თქმით ამის მიზეზი მსგავს ნივთიერებებში შემავალი ანტიბაქტერიული პროტეინების არსებობა იყო.
2. ადრე იყენებდნენ თავის გახვრეტის ტექნიკას
თავის ტკივილებს, ეპილეპსიას და სხვა ფსიქოლოგიურ დაავადებებს ექიმები პაციენტების თავის ქალის გახვრეტით მკურნალობდნენ. ეს მეთოდი ნეოლითის პერიოდიდან რენესანსის ერამდე ძალიან პოპულარული იყო.
1. თამბაქოს ბოლის ენემა პოპულარული სამკურნალო მეთოდი იყო
მონელების პრობლემებს, მუცლის სპაზმებს და პარაზიტებს თამბაქოს ბოლით მკურნალობდნენ. ეს მეთოდი ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელებისგან იქნა გადმოღებული. თუმცა მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინეს, რომ თამბაქო მომწამვლელ ნიკოტინს შეიცავს და ამიტომ მისი ენემის გამოყენება შეწყდა.