უამრავი კვლევის მიხედვით ყოველდღიური კოკაკოლის სმა თქვენს დიეტაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს შეუმჩნევლად. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 8 ყველაზე სერიოზულ მიზეზს, რის გამოც ასეთი ჩვევის დავიწყება სჯობს:
8. ვიტამინების ნაკლებობა
კოკაკოლაში არსებული ფოსფორული მჟავები კოფეინთან ერთად თქვენი ორგანიზმიდან ვიტამინების გამორეცხვას იწყებს დალევიდან 60 წუთის შემდეგ.
7. სტომატოლოგიური ეროზია
კოკაკოლის მაღალი მჟავიანობა და შაქრის დონე თქვენი კბილების ეროზიას იწვევს. ვიტამინების და კალციუმის ნაკლებობის დროს ეს შედეგი ორმაგად აზიანებს თქვენს კბილებს შიგნიდანაც და გარედანაც.
6. შფოთვა
ძილის პრობლემებთან ერთად შფოთვაც ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია კოფეინის მიღების. კოკაკოლის ყოველი ქილა იმდენ კოფეინს შეიცავს, რამდენსაც ერთი ჭიქა ძლიერი ყავა. იგი ასევე ძალიან მარტივად იწვევს მასზე დამოკიდებულებას.
5. ჭარბწონიანობა
ზედმეტი წონა იწვევს ზეწოლას თქვენს იმუნურ და კარდიოვასკულარულ სისტემებზე, ასევე თქვენს სახსრებზე და ძვლებზეც. როდესაც ისინი კალციუმის ნაკლებობით უკვე შესუსტებულია, მაშინ ეს პრობლემა ორმაგად საშიში ხდება თქვენთვის.
4. კანის პრობლემები
კოკაკოლის ყოველდღიურ დალევას ისეთი ეფექტი აქვს თქვენს კანზე, როგორც სიგარეტის მოწევას. მას გააჩნია ანთებითი ეფექტი შაქრის დიდი ოდენობის შემცველობის გამო. იგი აშრობს კანს და უფრო მეტად იწვევს ზოლების და ნაოჭების გამოკვეთას, ასევე აჩქარებს კანის დაბერების პროცესებსაც.
3. გულის და სისხლის პრობლემები
ქოლესტეროლის გაზრდილი დონე გულის შეტევის რისკს ზრდის. დღეში ერთი ქილა კოკაკოლის დალევითაც კი უკვე შეიქმნით სისხლის მაღალი წნევის პრობლემებს. ქალებში მსგავსი ოდენობის კოკაკოლის დალევა მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევიც შეიძლება გახდეს.
2. კიბოს რისკი
კოკაკოლის ყოველდღიური დალევა პირდაპირ კიბოს არ იწვევს. თუმცა, მასში არსებული ბენზოლის მოლეკულების და მისი პლასტმასის შეფუთვის გამო, ექიმები გვირჩევენ კვირაში მხოლოდ 1 ქილა კოკაკოლის დალევას კიბოს რისკის შესამცირებლად.
1. თირკმლის უკმარისობა
თუ უშაქრო კოკაკოლის ვერსია უფრო უსაფრთხო გგონიათ, მაშინ ცდებით. იგი შაქრის ნაცვლად ხელოვნურ დამატკბილებელ საშუალებებს შეიცავს, რაც ბევრად უფრო საზიანოა თქვენი თირკმელებისთვის. განსაკუთრებით მისი ყოველდღიური დალევისას.