როგორ მოვამზადოთ არომატული ფუნთუშები საკუთარი ხელით

ფუმფულა ფუნთუშები, რომლის საოცარი არომატი, უფაფუკესი და უნატიფესი ცომი თქვენს პატარებს აღაფრთოვანებს, ამიტომ ნუ დაიზერებთ, მოამზადეთ დაბრაწული ფუნთუშები და კიდევ ერთი დასვენების დღე გაატარეთ ლამაზად თქვენს საყვარელ ოჯახის წევრებთან ერთად.

ცომის მოასამზადებლად დაგჭირდებათ:

  • რძე 300 მლ
  • ფქვილი 500-600 გრ
  • მარილი ¾ ჩ. კ.
  • შაქარი 100 გრ
  • საფუარი 2 ჩ. კ.
  • კვერცხი
  • ზეთი 1 ს. კ.
  • კარაქი 50 გრ
  • ვანილი
  • ზედაპირისთვის რძე ან კვერცხი

თუ გსურთ, რომ თქვენი ფუნთუშები ფუმფულა და გემრიელი გამოვიდეს, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა და ცომი ეტაპობრივად მოამზადეთ.

  1. რძე შეათბეთ და დაამატეთ საფუარი, მარილი, კვერცხი და კარგად აურიეთ.
  2. შემდეგ დაამატეთ ზეთი, შაქარი, ფქვილი და კარგად მოზილეთ.
  3. თითქმის მზა ცომს ნელ-ნელა დაამატეთ გამდნარი კარაქი.
  4. ცომი უნდა იყოს ფაფუკი, რბილი და ხელებს არ უნდა ეკრობოდეს.
  5. მომზადებულ მასას ზეთიანი ხელი გადაუსვით, ზემოდან ტილო გადააფარეთ და დაახლოებით 1 საათი დააყოვნეთ თბილ ადგილას. ცომი არ გაგიცივდეთ.
  6. ცომი ჩაზილეთ და კიდევ 15 წუთით გააჩერეთ.
  7. მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად. თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ ისე, რომ ძეხვის ფორმა მისცეთ. გაყავით 6-8 ნაწილად, ბურთებად დაამრგვალეთ, გაადაფარეთ ცელოფანი და კიდევ გააჩერეთ 20 წუთი. .
  8. თითოეული ბურთულა სიგრძეზე გააბრტყელეთ და რულეტივით გადაახვიეთ.
  9. მომზადებული ცომები კიდევ 20-30 წუთი გააჩერეთ.
  10. ფუნთუშებს ზემოდან გადაუსვით რძე ან კვერცხის გული.
  11. ფუნთუშები გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთის გაანმავლობაში.
  12. მომზადებული ფუნთუშები გააციეთ, გადაიტანეთ ლანგარზე.

გემრიელად მიირთვით უგემრიელესი, უნაზესი ფუნთუშები და ისიამოვნეთ.