14 პროდუქტი, რომელსაც ჯანსაღი ადამიანები საუზმეზე მიირთმევენ

როგორც აღმოჩნდა, ჯანსაღი საჭმელების ჭამა საკმად მარტივი და ხელმისაწვდომია. ყველაზე ჯანსაღი საუზმის მენიუს კომპონენტები ასეთია:

14. შემწვარი კვერცხები ავოკადოში

ეს გემრიელი საუზმე მდიდარია პროტეინებით და მცენარეული ცხიმებით, რაც თქვენი გულისთვის ძალიან სასარგებლოა. შუაზე გაჭრილი ავოკადოს ნაჭრებისგან ამოიღეთ კურკა და 2 კოვზი შიგთავსი, დაუმატეთ მასში თითო კვერცხი, პამიდორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით და შეწვით 20-22 წუთით.

13. ხილი და ტოსტი ნუშის კარაქით და ძეხვით

ბევრ ადამიანს ეს კომბინაცია უცნაურად ეჩვენება, თუმცა იგი გემრიელი და ნუტრიციებით სავსეა.

12. კვერცხი, ავოკადოს ტოსტი და მოცვი

გააფორმეთ ეს საუზმე მწვანილით და წითელი წიწაკით. მისი ჭამით მიიღებთ საჭირო ანტიოქსიდანტებს და გააუმჯობესებთ სასუნთქ სისტემას.

11. მოცვი და ჯანჯაფილის სმუზი

ამ საუზმეში იდეალურადაა დაბალანსებული პროტეინები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები, რომელიც თქვენს იმუნურ სისტემას და მხედველობას გააუმჯობესებს.

10. ხილი, ბოსტნეული და ნუტრიციული ტოსტი

ტოსტი ნუშის კარაქით, ავოკადოთი და სეზამის თესლებით იდეალური საჭმელია ბოსტნეულის და ხილის სმუზისთან ერთად მისართმევად.

9. არუგულა ათქვეფილ კვერცხებთან ერთად

კვერცხები და მწვანილი იდეალური წყაროა პროტეინების და ვიტამინების ერთად მისაღებად.

8. ავოკადოს სმუზი

1/2 ავოკადო, 1/2 ჭიქა ბერძნული იოგურტი, 1/2 ჭიქა რძე, 1 ბანანი, ცოტა ვანილი და ისპანახი დაგეხმარებათ ჯანსაღი სმუზის მომზადებაში.

7. ჯანსაღი ბლინები

ჯანსაღი ბლინების რეცეპტი ასეთი მარტივია: 1 ს/კ პროტეინის პუდრი, კვერცხის ცილა, 1/2 ჭიქა დაჭყლეტილი ბანანი და სელის თესლი. მიატანეთ მწვანე ჩაის.

6. შვრიის ფაფა ბანანის პიურესთან ერთად

რძით მომზადებული და ვიტამინებით სავსე შვრიის ფაფა მთელი დილის განმავლობაში დანაყრებულს დაგტოვებთ და ბანანის პიურე მას უფრო გემრიელს გახდის.

5. ომლეტი ავოკადოთი და ორაგულითპროტეინით მდიდარი საუზმის მისართმევად დაუმატეთ ავოკადო და ორაგული ჩვეულებრივ ომლეტს.

4. სუპი

სტაფილოსთან, ნიახურთან და მაკარონთან ერთად მომზადებული ქათმის სუპი ნახშირწყლების და პროტეინის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს.

3. მცენარეული ომლეტი

ომლეტს უამრავი ბოსტნეულის სახეობა შეგიძლიათ დაუმატოთ გემრიელი და სასარგებლო საუზმის მისართმევად.

2. ავოკადოს ტოსტი კვერცხით და ყველით

გააცხელეთ ავოკადოს და ყველის ტოსტი ღუმელში და დაადეთ ზემოდან ახალი შემწვარი კვერცხი, შემდეგ კი გააფორმეთ სუნელებით. ეს იდეალური წყარო იქნება პროტეინის და მცენარეული ცხიმების მისაღებად.

1. მოხარშული კვერცხები

ამერიკელი მეცნიერების თქმით, თუ დაბალკალორიულ დიეტას და კვერცხებით საუზმობას ერთმანეთს დაუმატებთ, მაშინ წონაში ორჯერ უფრო სწრაფად დაიკლებთ.