ზოგჯერ ადამიანი ბევრს ვარჯიშობს, მკაცრ დიეტას იცავს, ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და მაინც ვერ იკლებს წონაში. ამის მიზეზი სწორედ ქვემოთ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ბარიერებია:
5. სიმსუქნე სასარგებლოა
საკმაოდ ადვილია უმუშევრობა, მიზნების ვერ მიღწევა და პარტნიორის არყოლა სიმსუქნეს დავაბრალოთ. არავის უნდა საკუთარი თავის დადანაშაულება, თუმცა ხშირად გახდომის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ პრობლემა წონის მაგივრად სწორედ თქვენშია. არავის სურს ამის აღიარება, რის გამოც ქვეცნობიერი სიმსუქნის შენარჩუნებას ამჯობინებს.
4. სიმსუქნით ადვილად მართლდება ჩვენი სიზარმაცე
მსუქანი ადამიანები ხშირად დებენ სამომავლოდ გეგმებს, რადგან აცხადებენ, რომ მათი შესრულება გამხდარ მდგომარეობაში სურთ. “მე მინდა ცეკვის სწავლა, მაგრამ არ შემიძლია რადგან მსუქანი ვარ” და სხვა მსგავსი სიზარმაცის გამამართლებელი მიზეზები ხშირ ფენომენს წარმოადგენს.
3. ეს სიყვარულის და ყურადღების მიპყრობის გზაა
ვის არ უყვარს წუწუნი? ჩვენს გვერდით უამრავი ადამიანია, რომელსაც უნდა გვანუგეშოს, შეგვიცოდოს, შეგვიყვაროს და ჩვენზე იზრუნოს, რაც სამყაროს ცენტრად გვაგრძნობინებს თავს. თუმცა, მკაცრი დიეტა და მკაცრი ფიტნეს ინსტრუქტორიც იდეალური მიზეზებია წუწუნისთვის, ამიტომ სჯობს ეს აირჩიოთ.
2. სიმსუქნე არასასურველი ფიქრებისგან და ემოციებისგან გაქცევის გზაა
სტრესის გამო ადამიანები ბევრს ჭამენ, დიეტაზე ყოფნის დროსაც კი. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარ ნამდვილ ემოციებთან გამკლავება. განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება, როდესაც მათ ბავშვობიდან ასწავლიან ემოციების დამალვას. სწორედ ამიტომ აღიქმება შფოთვები მაგალითად შიმშილის შეგრძნებათ. ასეთ დროს ფსიქოლოგთან ვიზიტის ნაცვლად მაცივრის სტუმრობა უფრო გიადვილდებათ.
1. სიმსუქნე გვიცავს თვითშეფასების პრობლემების გადაწყვეტისგან
არაადეკვატური თვითშეფასება ასევე კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დაბრკოლებაა წონის კლების გზაზე. თუ ადამიანებს ახასიათებთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა ” რაც უფრო მეტი ვარ, მით უფრო მეტი შეგიძლიათ გიყვარდეთ”, “დიდი თეძოები ჩემი სტილია” და ა.შ მაშინ თქვენ ქვეცნობიერად ამჯობინებთ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას.
იგივე შეეხება შთამომავლობით გადმოცემულ ფიქრებსაც. “დედაჩემი ჭარბწონიანი იყო და მეც ასეთი ვიქნები” და სხვა მსგავსი ფრაზები საკმაოდ არაადეკვატურია და ამით თქვენს თავს ვარჯიშითა და დიეტებით წამებისგან იცავთ ქვეცნობიერად.