რიგ განვითარებულ ქვეყნებში ჭარბი წონა დამახასიათებელი პრობლემაა. მაგალითად, აშშ-ში ადამიანების დაახლოებით 40%-ს ჭარბი წონის პრობლემა აწუხებთ. ციფრი შთამბეჭდავია. ჩვენთან ეს მაჩვენებელი ოდნავ მცირეა, მაგრამ ზრდის ტენდენცია სიხარულის საფუძველს არ გვაძლევს. გასუქების ბევრი მიზეზი არსებობს. რატომ იმატებენ ქალები წონაში მშობიარობის შემდეგ და როგორ შეიძლება წონაში დაკლება?
რატომ იმატებს ქალი წონაში ძალიან სწრაფად: მიზეზები
ჯერ მთავარ მიზეზებში გავერკვეთ, რადგან ქალი ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ წონაში სწრაფად იმატებს. სინამდვილეში მხოლოდ 2 მიზეზი არსებობს:
- ორგანიზმის მომზადება
- ჰორმონალური დარღვევა
ორივე მექანიზმი ერთდროულად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, წონა ძალიან სწრაფი ტემპით მატულობს. ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ქალი თავისთავად იკლებს. სწორი კვება და სპორტი ამ პროცესს აჩქარებს.
ორგანიზმის მომზადება
ორსულობა სტრესული სიტუაციაა. ქალმა ბევრი მკვებავი ნივთიერება უნდა მიიღოს, რადგან მათი ნაწილი ნაყოფის განვითარებას ხმარდება. ამას ფიზიკური აქტივობის შემცირებაც დაუმატეთ. შედეგი ლოგიკურია. სხეული თანდათანობით ნაყოფის ტარებასა და მომდევნო კვებისთვის ემზადება. ამისთვის კი ბევრი რესურსია საჭიროა.
ჰორმონალური დარღვევა
ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ გარკვეული პერიოდი ორგანიზმში უამრავი ჰორმონის სინთეზი დება. შედეგად, ქალი წონაში მატულობს, ამაში სახიფათო არაფერია.
ასაკის მატებასთან ერთად ქალი წონაში რატომ იმატებს
აქ სიტუაცია ოდნავ პარადოქსულია. ერთი მხრივ, საკვები ჩვება სტაბილური რჩება, მეორე მხრივ მასა შეუქცევადად იზრდება. პრობლემას რიგი გარემოება იწვევს:
- ჰორმონალური დარღვევა
- ნივთიერებათა ცვლის პრობლემები
- დაბალი აქტივობა
ხშირად ყველა ფაქტორი ერთად მოქმედებს. თითოეული მექანიზმის მუშაობაში გარკვევა სიმსუქნის რისკს შეამცირებს.
ჰორმონალური დარღვევა
ასაკთან ერთად ჰორმონების წარმოების მოცულობა მცირდება. ეს კი ლიპიდური ცვლის დარღვევას იწვევს, რაც თავის მხრივ ცხიმოვან მასას ზრდის.
ნივთიერებათა ცვლა
დროთა განმავლობაში ნივთიერებათა ცვლის პროცესებიც ფერხდება. შედეგად, მიღებული საკვები ცხიმოვან ფენებად გროვდება და ენერგიად არ გარდაიქმნება.
დაბალი აქტივობა
ადამიანი რაც უფრო ასაკოვანია, მით უფრო ზარმაცობს. ეს მტკიცებულება ბევრი ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში სიმართლეს წარმოადგენს. წონის ერთ დონეზე შენარჩუნება მხოლოდ მაშინ მოახერხებთ, თუ მიღებული კალორიების რაოდენობა დახარჯული კალორიების ტოლფასი ან მასზე დაბალი იქნება. ამ შემთხვევაში ბალანსი არ დაირღვევა.
დასკვნა
მიზეზები, რის გამოც ქალები წონაში იმატებენ, განსხვავებულია. ხშირად ამას ენდოკრინული დაავადებები იწვევენ. სინამდვილეში, უამრავი ვარიანტი არსებობს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.