საშინაო ნიღბები E ვიტამინით ბოლომდე გაგიწმენდთ სახეს, გააგლუვებს მას და თავიდან აგარიდებთ ნაოჭების გაღრმავებას

E ვიტამინი საუკეთესო საშუალებაა – სწრაფად მოსამზადებელი და მარტივად გამოსაყენებელი. შედეგი? შედეგი კი საოცრად ეფექტურია.

ქალბატონები ცდილობენ დაბერების პროცესის შეფერხებას და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ ყველა მეთოდი არ იძლევა სასურველ შედეგს.

თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი და ახალგაზრდა კანი, სწორად გამოიყენეთ E ვიტამინი, რათა მთლიანად შეითვისოს კანმა მისი უპირატესობები.

E ვიტამინი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელთაც შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების განადგურება – სწორედ მათი დონი მოჭარბება იწვევს ნაოჭებისა და კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

E ვიტამინი დამატენიანებელი ეფექტის წყალობით ხსნის ფორებს და კანს აძლევს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვის საშუალებას.

სტატიაში შემოგთავაზებთ E ვიტამინის ბაზაზე მომზადებულ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა წყალობით კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნებთ ახალგაზრდობას და სილამაზეს.

რეკომენდებულია გამოიყენოთ E ვიტამინი კაფსულებში. უბრალოდ გამოწურეთ კაფსულიდან საოცარი სითხე და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, დეკოლტეზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაოჭებით, ლაქებითა და გამონაყარით დატვირთულ ადგილებს. ზეთი სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით.

E ვიტამინი ალოეთი

ცნობილია, რომ ალოე ვერას გელი გაჯერებულია თვისებებით, რომლებიც აღადგენს კანის უჯრედებს, ხოლო E ვიტამინთან კომბინაცისას კი გასაოცარ შედეგს იძლევა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ალოეს გელი 1 ჩ. კ.
  • E ვიტამინი 2 კაფსულა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნაზავი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დაიტოვეთ 30 წუთი.  შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი. პროცედურა გაიკეთეთ ძილის წინ.

მაწონი, ლიმონის წვენი, თაფლი და E ვიტამინი

საჭირო ინგრედიენტები:

  • E ვიტამინი 3 კაფსულა
  • მაწონი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით ნუშის ზეთი ან მკვებავი მალამო.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე. გაუზიარეთ სტატია დაქალებსაც, რათა მათაც იცოდნენ თავის მოსავლელი ამ საშინაო საშუალებების შესახებ.