რატომ არ უნდა გამოიყენოთ ფოთს კაფსულები სარეცხი მანქანით რეცხვის დროს

სარეცხი კაფსულა, რა თქმა უნდა, მოსახერხებელი რამაა. შეაგდებ დოლაბში, შეალაგებ თეთრეულს და თავისუფალი ხართ. ჩვენც ვცადეთ ასე, თუმცა ორი რეცხვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემთვის არ იყო. ჩემთვის სარეცხ მანქანაში გელის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, ამ კაფსულების გამოყენებას კი არავის ვურჩევდი.

როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მე არ მეპარება ეჭვი კაფსულების მოსახერხებლობაში. მე დავინტერესდი მომხმარებელთა გამოხმაურებებით და ბევრი საინტერესო ნიუანსი აღმოვაჩინე. ჩვენი რედაქცია ახლა სწორედ მათ გაგაცნობთ. აი, რას წერს ბიჭი, რომელმაც კაფსულები გამოიყენა.

გელით რეცხვა სარეცხ მანქანაში

-“კაფსულა, ერთი შეხედვით, ხარისხიანი რეცხვისთვის ყველაფერს შეიცავს: გელი, კონდიციონერი, წყალხსნადი ცელოფანი. იგი უბრალოდ უნდა მოათავსოთ მანქანაში, თეთრეულთან ერთად. დამაინტერესა და დავაკვირდი – თავიდან, თეთრეული უბრალოდ წყალში ცურავდა, შემდეგ კი ქაფის აფეთქება მოხდა.

როგორც ჩანს, წყალხსნადი ცელოფანი მაშინვე არ გაიხსნა, სარეცხი საშუალება კი იმდენი აღმოჩნდა, რომ ორი გავლება საკმარისი არ იყო მის სრულად გასარეცხავად. როცა მანქანას ხსნი, სუნი გეჯახება და წაგაქცევს. ეს მართლა ზედმეტია. მისი მოშორება შეუძლებელია, იმდენად ძლიერი და ამაზრზენია, რომ ნერვები გეშლება.

სუნი სუნამოზე უფრო ძლიერიც კია. კიდევ ერთი უსიამოვნო მომენდი ისაა, რომ კაფსულა, რატომღაც, ბოლომდე არ გაიხსნა. მისი ნარჩენები აღმოვაჩინე პირსახოცში, რომელზეც მან კვალი დატოვა, თითქოს გელი არ გაირეცხა. შემდეგ ჯერზე გადავწყვიტე, დოლაბი ბოლომდე გამევსო. იქნებ მეტი თეთრეული იყო საჭირო?

არ ეშველა. ზუსტად იგივე შედეგი მივიღე. ისევ გულისამრევი კონცენტრირებული სუნი ყველაფერზე, რაც გავრეცხე. ამ სუნმა თავი ამატკივა და თითქოს კანის ქავილიც კი დამეწყო. გარშემო თითქოს ყველაფერი გიყურებს და ფიქრობს: “აი, ესაა ნამდვილი სუფთა ბიჭი!” სისუფთავის ასეთი მძაფრი სუნი არასდროს დამავიწყდება.

როცა ჩემმა ცოლმა მაისურების დაუთოვება დაიწყო, მითხრა, რომ არც ერთი არ იყო ნორმალურად გავლებული. ასე მგონია, ტანსაცმელი წებოვანი გახდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ქსოვილს სტრუქტურაც შეეცვალა. იქნებ, არ მომეჩვენა და სხეული მართლაც მექავება? იქნებ ეს სავსებით რეალური ალერგიაა?

გელით რეცხვა

დაბოლოს, რამაც ყველაზე მეტად დამაფრთხო. როცა ჩვეულებრივ გელს დავუბრუნდი, რატომღაც, ისევ იმდენივე ქაფს უშვებდა, თითქოს მანქანაში ისევ კაფსულა იდო. ვფიქრობ, ამჯერად ქიმია ზედმეტი იყო. გავხსენი დოლაბი და ისევ ისეთი სუნი… ღმერთო ჩემო, ალბათ, მისგან ვეღარასდროს გავთავისუფლდები. სარეცხ მანქანას რა ეშველება?

საბედნიეროდ, გელით კიდევ ერთი გარეცხვის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ნებისმიერი რაოდენობის ტანსაცმლის გარეცხვა შეიძლება ნატურალური გელის ან ფხვნილის გამოყენებით. რეცხვის ხარისხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კაფსულაც კარგად რეცხავს, თუმცა ეს ვარიანტი ნამდვილად არ მაწყობს მე. თუ ვინმეს უყვარს ძლიერი სუნი ან ძალიან ჭუჭყიანი ტანსაცმელი აქვს, კაფსულა ნამდვილად გამოადგება. ჩვენ კი ჩვეულებრივ გელს გამოვიყენებთ.”

რედაქციის რჩევა: მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რით და როგორ გარეცხოთ ნივთები. თუ კაფსულები დღემდე არ ყოფილა თქვენს არსენალში, ნამდვილად მოგინდებათ იმის გაგება, თუ რა არის ეს. ამ შემთხვევაში გირჩევთ, კაფსულის მანქანაში მოთავსებამდე იგი გახსნათ ჭიქაში და თეთრეულს ზუსტად ნახევარი ხსნარი დაუმატოთ. აი ასე, პირდაპირ დოლაბში. ნახეთ, რა მოხდება.

სულ ეს იყო. გისურვებთ სასიამოვნო განწყობას, ყოველგვარი იმედგაცრუების გარეშე. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ პროდუქტთან დაკავშირებით: რომელია უკეთესი, გელი, კაფსულები თუ ფხვნილი?