4 ინგრედიენტი, რომელიც მუცლის ცხიმების გაქრობაში დაგეხმარებათ

არ არსებობს ისეთი მაგიური აბი, რომელიც 1 კვირაში დაგაკლებინებთ 15 კილოს. თუმცა, არსებობს ისეთი გემრიელი რეცეპტები და გემრიელი პროდუქტები, რომელთა მიღებაც წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ, თქვენი ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.

დაგჭირდებათ:

  • 1 ნიახურის ღერო
  • 1 საშუალო ზომის კიტრი
  • 1 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
  • 3 ნაჭერი ანანასი

კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და მოაშორეთ ანანასს კანი. აურიეთ ისინი ერთმანეთში ბლენდერის საშუალებით და არ დაუმატოთ ამ სითხეს მარილი, წიწაკა, შაქარი ან მათი შემცვლელები. მიღებული სასმელი უნდა დალიოთ დამზადებიდან მაქსიმუმ 15 წუთში, რათა არ დაკარგოს მან სასარგებლო თვისებები. დალიეთ დილას უზმოზე. თუკი ამ სასმელს ასევე სპორტულ აქტივობებსა და დიეტასაც შეუხამებთ, მაშინ მუცლის ზომის პოზიტიურ ცვლილებას 1 კვირაშიც კი შეამჩნევთ.

რა არის ამ სასმელის საიდუმლო?

ნიახური ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია, რომელიც ყოველ 100 გრამში 16 კალორიას შეიცავს. იგი მუცელში ფართოვდება და დანაყრების შეგრძნებას გიჩენთ. ამასთანავე მასში შემცველი ფაიბერი ჯანსაღი კვებისა და წონის კლების რეჟიმისთვის აუცილებელი კომპონენტია.

ნიახურის მსგავსად კიტრიც უამრავ ფაიბერს შეიცავს და ასევე დაბალკალორიული პროდუქტია. მისი 95% წყალია, რაც დღიური წყლის ნორმის მიღებაში გეხმარებათ.

ოხრახუში ასევე ბევრს ფაიბერს შეიცავს და თანაც, მას ბუნებრივი შარმდენი ეფექტი გააჩნა.

100 გრამი ანანასის ენერგიული ღირებულება 50 კალორიას შეადგენს. ეს ხილი ასევე ტკბილია და საკმაოდ აუმჯობესებს სასმელის გემოს.