ორქიდეების მოყვარულებმა შესანიშნავად იციან, თუ ეს ეგზოტიკური ყვავილი რამდენად პრეტენზიულია. თითქოსდა, რა სჭირდება ჭაობის მცენარეს ზომიერი მორწყვის და ტორფის სუბსტრატის გარდა? სინამდვილეში, ორქიდეას გამოკვება სჭირდება, რადგან ქერქის და ხავსის ნიადაგი ყვავილებს ცუდად კვებავს.
სასუქი დამოუკიდებლად რომ მოამზადოთ, ფლორისტები მარტივი ბანანის ქერქის გამოყენებას გირჩევენ. ის შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, აზოტს და მაგნიუმს – „ოქროს“ ნივთიერებები ყვავილის ჯანსაღი სასიცოცხლო ციკლისთვის. მიკროელემენტები მიწაში დოზირებულად ხვდება და მცენარეს გადაჭარბების გამო შოკში არ აგდებს. ასეთი გამოკვება ორქიდეას ყვავილობის პერიოდში მხარს უჭერს.
ორქიდეების გამოკვება ბანანის ქერქით
ბანანის ქერქიდან სასუქის მომზადება ძალიან მარტივია. ასარჩევად 3 რეცეპტს გთავაზობთ.
ბანანის ჩაი
- ბანანის ქერქი მზეზე გამაგრებამდე გაახმეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ.
- 1 ჩ/კ პროდუქტი 200 მლ მდუღარე წყალზე მოადუღეთ. სითხე გააგრილეთ და ფესვების გამოსაკვებად გამოიყენეთ.
ბანანის ქერქის ფხვნილი
- ბანანის ქერქი პატარა ნაჭრებად დაჭერით და საცხობ ფორმაზე რბილობით ზემოთ დააწყვეთ. ხრაშუნა ქერქის მიღებამდე გამოაშრეთ.
- გააგრილეთ და ფხვნილის მისაღებად დაფშვენით. ამისთვის შეგიძლიათ სანელებლების სანაყი ან საგორავი გამოიყენოთ.
ბანანის ნაყენი
2 ბანანის ქერქს 2 ლ წყალი დაასხით. 2 დღე დააყენეთ. მარლაში გადაწურეთ და წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ.
ბანანი ორქიდეას ფოთლების მოსავლელად
ბანანის ქერქი შეგიძლიათ ორქიდეას ფოთლების გასაწმენდად გამოიყენოთ. ისინი ბზინვარე გახდება და სასარგებლო ნივთიერებებს შეიწოვს.
როგორ გამოვკვებოთ ორქიდეა სწორად
1. ორქიდეა ზრდის პერიოდში გამოკვებეთ, როცა ყვავილზე ახალი ფოთლები ჩნდება. სასუქი ყოველი მეორე მორწყვის დროს მიაწოდეთ, მაგრამ ფრთხილად. თუ ფოთლების ფორმირების შემდეგ ახალი ფოთოლი ზრდას დაიწყებს, სასუქის მიწოდება გააგრძელეთ. თუ ფოთლებმა ზრდა შეწყვიტეს, გამოკვებაც შეწყვიტეთ.
2. ყვავილობის პერიოდში გამოკვებეთ. მნიშვნელოვანია: ეს არ ეხება აყვავილებულ მცენარეს, რომელიც მაღაზიიდან ახლახანს მოიტანეთ. მას ყვავილობა აცადეთ და გამოკვება 3-4 თვის შემდეგ დაიწყეთ.
3. შემოდგომა-ზამთრის პერიოდსა და ცხელ ზაფხულში ფალენოპსისი ზრდას ანელებს, ამიტომ თვეში ერთხელ უნდა გამოკვებოთ.
4. დაავადებული, დასუსტებული და გადარგული ორქიდეას გამოკვება არ ღირს.
5. მთავარი წესი: ორქიდეა სჯობს არ გამოკვებოთ, ვიდრე ზედმეტად გამოკვებოთ.
ეს მარტივი რეცეპტები გამოიყენეთ და ჯანსაღი, აყვავებული ორქიდეებით ისიამოვნეთ. რა თქმა უნდა, მაღაზიის სასუქი ეფექტური იქნება, მაგრამ დოზის არასწორად გათვლის შემთხვევაში შეიძლება ყვავილი დააზიანოთ.