როცა დარდი და მწუხარება გიპყრობთ, დროა საკუთარი თავი ტკბილეულით გაანებივროთ. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განსაკუთრებული რეცეპტი მოვამზადეთ. შინაურული ტორტი „კრემ-ბრიულე“ ალუბლით ნებისმიერ ადამიანს განწყობას აუმაღლებს. საკმარისია, უბრალოდ ამ სილამაზეს შეხედოთ.
ტორტი გემოთი პოპულარულ დესერტს ჰგავს. ის იმდენად ნაზია, რომ დაღეჭვაც არ სჭირდება. ტკბილეულის ნაჭრები პირში თავისით დნება. ამ ტორტის მთავარი უპირატესობაა ის, რომ ბისკვიტს ცხობა არ სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფხვიერი ნამცხვარი საფუძვლად გამოიყენოთ, მაგრამ ჩვენ შოკოლადის ფხვიერ ნამცხვარს გირჩევთ. ის ნაღების ზედა ფენას შეავსებს. მოუთმენლად ველოდებით, თქვენ?
ინგრედიენტები:
- 100 გრ კარაქი
- 30 გრ ჟელატინი
- 200 გრ მოხარშული, შესქელებული რძე
- 80 გრ შაქრის პუდრა
- 250 გრ ფხვიერი ნამცხვარი კაკაოთი
- 100 მლ წყალი
- 700 გრ არაჟანი
- 350 გრ ალუბალი
მომზადება:
1. ფხვიერი ნამცხვარი ბლენდერის დახმარებით დააქუცმაცეთ. გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
2. ბრტყელ თეფშზე საკონდიტრო რგოლი მოათავსეთ და მასში საკვები პარკი ჩააფინეთ. ფხვიერი ნამცხვარი რგოლში გადაიტანეთ, კარგად ჩატუმბეთ და მაცივარში შეინახეთ.
3. ჟელატინს ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით. 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წყლის ორთქლზე გაადნეთ. გადაწურეთ და გააგრილეთ.
4. ცხიმიანი არაჟანი (მინიმუმ 20%), შესქელებული რძე და შაქრის პუდრა აურიეთ.
5. ჟელატინში რამდენიმე კოვზი არაჟნის კრემი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ჟელატინის ნარევი კრემში გადაიტანეთ, უკურკო ალუბლები დაუმატეთ და აურიეთ.
6. მიღებული მასა რგოლში ფხვიერი ნამცხვრის საფუძველს დაასხით. მაცივარში 3-4 საათით სრულ გამაგრებამდე შეინახეთ. მზა ტორტს რგოლი და საკვები პარკი მოაშორეთ.
ტორტი „კრემ-ბრიულე“ შესანიშნავად გამოიყურება. მზად იყავით, არავინ დაიჯერებს, რომ ტორტი სახლში მოამზადდეთ. თუმცა საკმარისია სტუმრებმა ტორტის ერთი ნაჭერი გასინჯონ და ყველა ეჭვი გაქარწყლდება, რადგან ნებისმიერი მაღაზიის ტორტი ამ კულინარიულ სასწაულს ჩამოუვარდება.