გემრიელი ხორცის ჭამაზე უარის თქმა ბევრი ადამიანისთვის ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ხორცი სავსეა ნუტრიენტებით, იგი ასევე შეიცავს უამრავ ნატურალურ ქიმიურ ტოქსინს, გადამუშავებულ ცხიმებს და ისეთ ელემენტებს, რომელიც მის მონელებას ართულებს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ სიმპტომებს, რომელიც ხორცის მონელების პრობლემის გაჩენაზე მიგანიშნებთ:
9. შეკრულობა
ხორცის უმრავლესობა მდიდარია ცხიმებით, რაც უფრო დიდ დროს მოითხოვს გადასამუშავებლად. სწორედ ამიტომ იწვევს ის მეორე დღეს შეკრულობას. ასევე შეკრულობა წითელ ხორცში არსებულმა რკინის დიდმა რაოდენობამაც შეიძლება გამოიწვიოს.
8. გამუდმებული შიმშილის შეგრძნება
თუკი ჭამის შემდეგ კვლავ შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტად ბევრი პროტეინი მიიღეთ ხორცისგან. ასევე არასაკმარისი ნახშირწყლების მიღების შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე იკლებს და ფერხდება სეროტონინის გამოყოფა, რომელიც თქვენი შიმშილის გრძნობის გაჩენას იწვევს.
7. შავი წრეები თვალების ქვეშ
ცუდად გადამუშავების შედეგად ხორცის ნაწილაკები ნაწლავების კედლების გარეთ აღწევს და სისხლს უერთდება გადაუმუშავებლად. ასეთ უცხო ნაწილაკებთან გასამკლავებლად ორგანიზმი ანტისხეულებს გამოყოფს, რაც სხეულის სხვადასხვა რეაქციებს, მათ შორის თვალების ქვეშ შავი ხაზების გაჩენას იწვევს.
6. სისხლის მაღალი წნევა
გადამუშავებული და შემწვარი ხორცი როგორც წესი ბევრ ნატრიუმს შეიცავს, რადგან ისინი ინახება, მზადდება და იკმაზება მარილით. ასევე ქათმის კანი და წითელი ხორცი დიდი ოდენობით გაჯერებულ ცხიმებს შეიცავს. ასეთ კომპონენტებს ჰიპერტენზიის გაუარესება და გულის კორონალური დაავადებების გამოწვევაც კი შეუძლიათ.
5. პირის და სხეულის ცუდი სუნი
ცუდად გადამუშავების დროს ხორცის ცუდი სუნი მომნელებელი სისტემიდან უკან ამოდის და თქვენს კანში და სუნთქვაში აღწევს.
4. სუსტი იმუნური სისტემა
იმუნურუ სისტემის შესუსტება წითელ სისხლში არსებულ ნატურალურ შაქარს შეუძლია. ამ შაქარს მხოლოდ ცხოველების ორგანიზმი გამოიმუშავებს და არა ადამიანის, რის გამოც ჩვენი სხეული მას უცხო ელემენტად აღიქვავს და ტოქსიკურ იმუნურ რეაქციებს წარმოქმნის. ეს პრობლემა სხვა უამრავ გართულებასთან ერთად კიბოს რისკსაც ზრდის.
3. დაღლილობა
მომნელებელ სისტემაში ხორცის გაჭედვისას ორგანიზმი მთელ ენერგიას სწორედ ამ ორგანოსკენ მიმართავს, რის გამოც ზოგადი დაღლილობა შეიძლება იგრძნოთ.
2. გულისრევის შეგრძნება
გულისრევის შეგრძნების გაჩენა ბუნებრივი რეაქციაა ხორცში არსებული კონკრეტული ბაქტერიის წინააღმდეგ. ეს შეიძლება ასევე ორგანიზმის რომელიმე გადაღლილი ორგანოს მიერ ხორცის არმიღების სიმპტომიც იყოს.
1. გასიება
ხორცში არსებული პროტეინების დამუშავება ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან რთულია, რის გამოც მას შეშუპების და მუცლის გაბერვის გამოწვევა შეუძლია. მსგავსი ცხიმიანი საჭმელები მუცლის ნელა დაცლას იწვევენ, რაც ასევე ხდება დისკომფორტის და გაბერვის მიზეზი.