თრომბების ფორმირებისათვის დამახასიათებელი საყურადღებო ნიშნები, რომელთაც საწყის სტადიაზე ვაწყდებით

თრომბოზი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელიც ვითარდება სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად, რაც იწვევს ვენების ბლოკირებას. თავდაპირველად დაავადება  მკვეთრდ არ არის გამოხატული, ამიტომ სტაიტიაში შემოგთავაზებთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალს, რომელთაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და საწყის ეტაპზე აიცილოთ დაავადება.

თრომბოფლებიტის სიმპტომებია:

  • წვივის კუნთების ტკივილი;
  • შეშუპება
  • სიმძიმის შეგრძნება კიდურებში;
  • კანის სიწითლე
  • მსუბუქი წვა კიდურებში;
  • სხეულის იმ მიდამოში, საადც თრმომბი ფორმირდება, კანი იცლვის ფესრ: ის მოიწათლო ან მოულჯრო ხდბეა.

ხშირ შემთხვევებში, ტრომბოფლებიტით დაავადებულები ექიმს დახმარებისთვის მაშინ მიმართავენ, როცა დაავდება პროგრესირებს, იმატებს ქვედა კიდურების შეშუპება, თრომბის მიდამოებში კანი იძენს მოლურჯო ელფერს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ადამიანთა რამდენიმე რისკ ჯგუგფს, რომელთაც თრომბოფლებიტის საფრთხე ემუქრებათ.

  1. ადამიანები, რომლებიც მთელის დღის განმავლობაში პასიური ცხოვრების წესით ცხოვრებენ, აქვთ მჯდომარე სამსახური, გადაადგილდებიან ავტომობილით  და ნაკლებად მოძრაობენ ფეხით.
  2. რისკის ჯგუფს მიეკუთნებიან ადამიანები, რომელთაც  ქირურგიული ოპერაციის შემდგეგ წოლითი რეჟიმი აქვთ.
  3. ვარიკოზით დაავადებულები.
  4. ორსულები. (განსაკუთრებით კი თრომბოფლებიტის რისკი იზრდება მშობიარობის დროს).
  5. სიმსუქნით დაავადებული ადამიანები.
  6. ხანდაზმული პაციენტები, რომელთაც მჯოდომარე ცხოვრების წესი აქვთ.

ექიმების რეკომენდაციით, თუ თქვენ რისკ ჯგუფს მიეკუთნებით ან აღმოაჩინეთ ტრომბოფლებიტის პირველი ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან საწყის ეტაპზე აღმოჩენილი დაავადებების განკურნების უფრო მეტი შანსი არსებობს.