გიგრძვნიათ სამსახურში თავი ძალიან გაბრუებულად ან შეუწუხებიხართ ოფისში მაგიდასთან დიდი ხნით ჯდომის გამო ხერხემალში მჩხვლეტავ ტკივილს? ასეთი პრობლემები ბევრი ადამიანისთვისაა ნაცნობი. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ უძველეს ჩინურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც თქვენს სხეულს და გონებას ერთნაირად წარმატებით გამოაფხიზლებთ:
1. დგომა ცალ ფეხზე
ამ ვარჯიშით გაწელავთ მყესებს და გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. გაიმეორეთ ხუთჯერ ორივე ფეხით.
2. სწორად დგომა შესუნთქვით
ამ ვარჯიშით სუნთქვის სისტემას გაიუმჯობესებთ. წარმოიდგინეთ, რომ ამოსუნთქვით უხილავ ბუშტს ბერავთ და ჩასუნთქვით უხილავ ძალას ექაჩებით მკერდისკენ. შეასრულეთ ეს მოქმედება 2-5 წუთის მანძილზე. ხელები ერთ ადგილზე უნდა გააშეშოთ.
3. დამუხტვა
ეს ვარჯიში ენერგიული გახურების საუკეთესო გზაა. ამოძრავეთ უხილავი ენერგია ხელებით, სპირალის ფორმით. თითები მუცლისკენ უნდა იყოს დახრილი.
4. კედლით ჩაჯდომები
ეს ვარჯიში ხერხემალს განტვირთავს და დაგეხმარებათ მენტალური და ნერვული პრობლემების გაქრობაში, თირკმელების ფუნქციების გაუმჯობესებასთან ერთად. ჩაჯექით მსგავსი პოზით რაც შეიძლება მეტჯერ. რეკომენდირებულია დღიურად მინიმუმ 10 ჩაჯდომის შესრულება.
5. გამძლეობის გამააქტიურებელი
შუა საუკუნეებში ბერები ამ ტექნიკით გამძლეობას და ფეხის ძალას აუმჯობესებდნენ. ამ ვარჯიშის შესრულებისას არ მოხაროთ ზურგი.
6. ხილის კრეფა
ეცადეთ ხელების თავის ზემოთ აწევას და მაღლა გაჭიმვას ხიდან ხილის მოკრეფის პროცესის მსგავსად. ეს მეთოდი ააქტიურებს თირკმელებს, ღვიძლს და პანკრეასს.
7. მთელი სხეულის ტრიალი
ეს მოქმედება სახსრების გახსნაში და კუნთების განტვირთვაში დაგეხმარებათ. შეასრულეთ მინიმუმ რვაჯერ.
8. ცხენის პოზის წრეები
ამ ტექნიკით სხეულს და გონებას გაავარჯიშებთ. ასევე გაანთავისუფლებთ თეძოებს დაძაბულობისგან და გაიუმჯობესებთ პოზას. მიიღეთ განიერი პოზა და დადგით ფეხები პარალელურად ახლოს. დაიწყეთ იდაყვების მოხრით და ხელების თავს ზემოთ გაწელვით. მიეცით მხრებს ისე დატრიალების საშუალება, რომ ხელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხელის თითებით ერთმანეთს უნდა შეეხოთ ხელების მაღლა აწევისას.
9. მოხრა და აწევა
ეს ვარჯიში მუხლების სახსრების სტაბილურობას აუმჯობესებს და გასწავლით ნივთების აწევას სხეულის დაზიანების გარეშე. მნიშვნელოვანია მოიხაროთ მუხლებში და წელში და არ გაწიოთ მუხლები ფეხის თითებზე უფრო წინ. შეინარჩუნეთ ხერხემალი სწორ მდგომარეობაში.
10. მოტრიალე მუხლები
ეს ვარჯიში ფეხების გახურებაში დაგეხმარებათ. დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და ნელა მოხარეთ წელი და მუხლები. დაიწყეთ ხელები მუხლებზე და დაატრიალეთ ისინი კოჭების ირგვლივ, თუმცა არ გაწიოთ მუხლები ფეხის თითებზე წინ.