ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი სერიოზული პრობლემაა, რომლისგანაც თავის დაღწევა საკმაოდ რთულია. მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად უამრავი კომერციული საშუალება არსებობს, მაგრამ შეიძლება ყველაზე ძვირადღირებული დეოდორანტისგანაც ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი.
საბედნიეროდ, არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი საშუალებები, რომელთა დახმარებით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.
შემოგთავაზებთ რამდენიმე უმარტივეს მეთოდს, რომელთა რეგულარულად გამოყენებით მიიღებთ სასურველ შედეგს.
1. საკვები სოდა
საკვები სოდა უძლიერესი დეოდორანტია. უბრალოდ ჩაყარეთ თქვენს ფეხსაცმელში საკვები სოდა და დატოვეთ მთელი ღამე. სოდა ანადგურებს ბაქტერიებს და აქრობს უსიამოვნო სუნს.
2. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც ებრძვის უსიამოვნო სუნს. ეს ბუნებრივი დეოდორანტი ფლობს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს. წმენდს ფეხსაცმელს ბაქტერიებისგან და უსიამოვნო სუნისგან.
მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ბამბის ტამპონი გააჯერეთ ვაშლის ძმრით და გაწმინდეთ ფეხსაცმელი შიგნიდან.
3. ეთერზეთები
ეთერზეთები ეფექტურად ებრძვის უსიამოვნო სუნის გამომწვევ სოკოსა და ბაქტერიებს. მიხაკის, დარიჩინისა და ბეგქონდარას ეთერზეთები ანადგურებს ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა სტრეპტოკოკი და სალმონელა.
უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად ეთერზეთის რამდენიმე წვეთი ჩააწვეთეთ თქვენს ფეხსაცმელში.
4. ლიმონის წვენი
როგორც ეთერზეთები, ლიმონის წვენიც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. ლიმონის წვენი თქვენს ფეხსაცმელში ანადგურებს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებსა და სოკოებს. უბრალოდ ფეხსაცმელი შიგნიდან გაწმინდეთ ლიმონის წვენით.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და სასურველი შედეგის მისაღებად ფეხსაცმელი გაწმინდეთ ყოველ საღამოს!