ჩვენი ფილტრები ნატურალურ ფილტრს წარმოადგენენ და უამრავი ინფექციისგან და ჰაერის დაბინძურებისგან გვიცავენ. სწორედ ამიტომაა მათი სიჯანსაღე ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ჩვენი სასუნთქი სისტემა მარტივად შეიძლება დაზიანდეს იმ საზიანო ნაწილაკების ჩასუნთქვით, რაც ჩვენს ირგვლივ არსებულ ჰაერში ხვდება მისი დაბინძურებისას. შესაბამისად ფილტვების გაწმენდის ნატურალური მეთოდები საკმაოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ ამ პრობლემასთან ბრძოლისას:
9. აამაღლეთ თავი ძილისას
თავის 15 გრადუსით აწევით ყელში გადასული ნერწყვის რაოდენობას შეამცირებთ და ხველების პრევენციას მოახდენთ.
8. სთხოვეთ მეგობარს დახმარება ფილტვებში დაგროვილი ნერწყვის მოშორებაში
სთხოვეთ მეგობარს თქვენს ზურგზე მომრგვალებული ხელისგულით დარტყმა რამდენჯერმე. ეს ფილტვებში დაგროვილი ნერწყვების გროვის დარბილებაში და უფრო მარტივად ამოხველებაში დაგეხმარებათ.
7. გაწმინდეთ სახლი
დაამონტაჟეთ სახლში ჰაერის გამფილტრავი ხელსაწყო და ასევე გაწმინდეთ ოთახების ყველა კუთხე ობისგან, რადგან ამ საზიანო ნივთიერებას შეუძლია ასთმის, ალერგიების და ანთების გამოწვევაც კი.
6. დაიცავით ფილტვები დაბინძურებისგან
თუ თქვენ საცხოვრებელ არეში ჰაერი საზიანო გაზებითაა დაბინძურებული, მაშინ გარეთ გასვლისას ყოველთვის უნდა გაიკეთოთ დამცავი ნიღაბი. შეიძინეთ გააქტიურებული ნახშირბადის ან ნახშირის ფილტრის მქონე ნიღაბი.
5. არ შეიკავოთ თავი დახველებისგან
ხველება ფილტვებს ნერწყვის მოშორებაში ეხმარება გაციების და სიცხის ქონის დროს. ხველების შეჩერებამ სერიოზული ინფექციის გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს.
4. მიჰყევით ჯანსაღ დიეტას
დალიეთ დღიური წყლის დოზა და ასევე ჭამეთ ბევრი ვიტამინების და მინერალების შემცველი საჭმელი, რადგან ისინი ფილტვების დაცვაში დაგეხმარებათ წამლების გარეშე. ასევე მოერიდეთ დანამატების შემცველი პროდუქტების და წინასწარ შეფუთული საჭმელების ჭამას.
3. შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები
ფიზიკური ვარჯიშები გარეგნობასთან ერთად აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ეხმარებიან საჭირო ვიტამინებს და მინერალებს თქვენ ფილტვებამდე მისვლაში. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ჩინური ტრადიციული ვარჯიში:
საწყისი პოზიცია: სკამზე ან იატაკზე ჯდომა.
- შეისუნთქეთ თქვენი ხელის აწევის და წინ გაწევის დროს. შემდეგ ამოისუნთქეთ.
- შეისუნთქეთ ხელის გვერდით, მხრის დონეზე გაწევის დროს. ამოისუნთქეთ.
- შეისუნთქეთ ხელის წინ, თავის ზემოთ გადაწევის დროს. ამოისუნთქეთ.
- დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
- გაიმეორეთ ათჯერ.
2. ისუნთქეთ სწორად
თქვენი სუნთქვის ტექნიკა პირდაპირაა დაკავშირებული ფილტვების ჯანმრთელობასთან. თქვენ ფილტვებში ჟანგბადის რაოდენობის გასაზრდელად და მათ მიერ ნახშიროჟანგის უკეთესად გამოსაშვებად თქვენ შეგიძლიათ ეს სუნთქვის ვარჯიში გამოიყენოთ:
- შეისუნთქეთ ცხვირით 2-3 წამის განმავლობაში.
- ნელა ამოისუნთქეთ შეტყუპებული ტუჩებით 4-9 წამის განმავლობაში.
- ეს ვარჯიში ასევე ასთმის შეტევის დროს თავის დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
1. გამოიყენეთ აკუპუნქტურა
თქვენ სხეულზე არსებობს ისეთი წერტილები, რომლებსაც თქვენი გათავისუფლება შეუძლიათ სუნთქვის და ხველების პრობლემებისგან. ერთ-ერთი მათგანი მოთავსებულია თქვენი ცერა თითის ძირზე. დააწექით ამ წერტილს ძლიერად 3 წუთის განმავლობაში შედეგების სანახავად.