კვერცხის ბაზაზე მომზადებულ ტონიკს წლებია ვიყენებ. დღეს ჩემი სახე თავისუფალია ნაჭოების, ლაქებისა და გამონაყარისგან

2019

სახე ნაოჭების გარეშე – მნიშვევნოლოვანი ამოცანაა, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

აბსოლუტურად ყველა ქალბატონის ოცნებაა, რომ მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ამ მიზნის მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. კვერცხის ნაჭუჭის ბაზაზე მომზადებული ნარევი ხანმოკლე დროში ნაოჭებსა და სხვა კოსმეტიკურ დეფექტებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის.

კვერცხი ნაოჭების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალებაა

საჭირო ინგრედიენტები:

  • 4 ცალი კვერცხის ნაჭუჭი
  • ვარდის წყალი

მომზადების წესები:

  1. კვერცხის ნაჭუჭს მოაშორეთ შიგნითა გარსი და ჩააწყვეთ ისინი თასში. დაელოდეთ გაშრობას.
  2. როდესაც ის გამოშრება, დაფქვით ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით.
  3. მიღებული ფხვნილი გადაიტნეთ თავსახურიან ჭურჭელში და დაასხით 2-ჯერ მეტი ვარდის წყალი.
  4. თუ ვარდის წყალი არ გაქვთ, შეცვალეთ 1 წილი წყლისა და 1 წილი სპირტის ნარევით.
  5. მიღებულ მასას კარგად აურიეთ და 10 წუთი გააჩერეთ.
  6. შემდეგ გადაწურეთ. ტონიკი გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.
  7. დარჩენილი მასა შეგიძლიათ ამქერცლავ საშუალებად გამოიყენოთ, ხოლო კვერცხის ნაჭუჭის ტონიკი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი მალამო.

კვირაში 2 ან 3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რატა სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში იხილოთ. ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ უმარტივესი ტონიკი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.