ეფექტურობით გამორჩეული ნაოჭების შემცირების 7 ნატურალური გზა

ყოველდღიურად ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ ახალ და ყველაზე ეფექტურ ხერხებს ახალგაზრდული და ლამაზი იერის შესანარჩუნებლად. კოსმეტოლოგები ამისთვის ათასობით პროცედურას გვთავაზობენ, თუმცა აუცილებელია იცნობდეთ ამ 7 ნატურალურ ხერხს, რომელიც ნაოჭებთან ბრძოლას ყველაფერზე მეტად გაგიადვილებთ:

1. გამოიყენეთ ციტრუსის ნიღბების ძალა დაბერების წინააღმდეგ

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ლიმონი
  • 2-3 ს/კ თაფლი
  • ბამბა

დაასხით ლიმონის წვენი თაფლს და წაისვით ნაზავი სახეზე ბამბით. დააცადეთ რამდენიმე წუთი გასაშრობად და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

2. გაიჯანსაღეთ კანი სტაფილოს და თაფლის ნიღაბით

საჭიროა:

  • 1 სტაფილო
  • 2 ს/კ თაფლი

ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო ბლენდერში წვენის მისაღებად, შემდეგ კი დაუმატეთ მას თაფლი. წაისვით მიღებული მასა სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოირეცხეთ წყლით.

3. გაიუმჯობესეთ სახის არეში სისხლის მიმოქცევა სამზარეულოში არსებული პროდუქტებით

აურიეთ ერთმანეთში 1 ს/კ გრამის ფქვილი და 1/2 ს/კ ტურმერიკის პუდრი. დაუმატეთ ნაზავს რძე და არევის შემდეგ წაისვით სახეზე 30 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. გაიახალგაზრდავეთ კისერი და მკერდი ზეითუნის ზეთის, ვაზელინის და E ვიტამინის კრემით

აურიეთ ერთმანეთში 10 მლ. ზეითუნის ზეთი, 3 E ვიტამინის კაფსულა და 3 გრამი ვაზელინი. მოათავსეთ ინგრედიენტები ჯამში და გაათბეთ აბაზანის წყლით. გაგრილების შემდეგ მოათავსეთ ნაზავი კონტეინერში და წაისვით მკერდზე და კისერზე ყოველ საღამოს დაძინების წინ.

5. გამოიყენეთ ვაზელინი რეგულარული კრემის ნაცვლად

წაისვით ვაზელინის თხელი ფენა სახეზე და კსიერზე ძილის წინ. დილას ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ნაოჭების შემცირებამდე.

6. გააახალგაზრდავეთ კანი ვაშლის და შვრიის ნიღაბით

მოათავსეთ 2 ს/კ ვაშლის სოუსი და 1 ს/კ თაფლი ჯამში. გააცხელეთ ნაზავი ღუმელში იქამდე, სანამ თაფლი არ დადნება. შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ შვრია და აურიეთ ფრთხილად. მორევის შემდეგ დაუმატეთ ნაზავს 3 წვეთი ვარდის წყალი და კვლავ მოზილეთ ინგრედიენტების ნარევი. გაგრილების შემდეგ წაისვით მიღებული მასალა სახეზე და კისერზე 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით. ამის გაკეთების შემდეგ მაშინვე შეისხით კანზე ცივი წყალი.

7. ჭამეთ შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მისი ჭამა ორგანზმს მოაშორებს ტოქსინებს, რისი წყალობითაც თქვენი კანი უფრო ჯანსაღ და ახალგაზრდულ იერს მიიღებს.