8 მეთოდი, ვენების ვარიკოზით გამოწვეული უსიამოვნებების შესამსუბუქებლად სახლის პირობებში.

ამერიკელების უმრავლესობას ვარიკოზული ვენების პრობლემა უვითარდებათ რისკიანი მოდის ტრენდების და დაკავებული კარიერების გამო, რომელიც დიდი ხნით ერთ მაგიდასთან ჯდომას გულისხმობს. სტატისტიკის მიხედვით ვარიკოზული ვენები ზრდასრული ადამიანების 20 პროცენტზე მეტს აწუხებს ამერიკაში. ნახეთ როგორ შეიძლება უმკურნალოთ ამ ცნობილ პრობლემას სახლის პირობებში:

1. ფეხის ამაღლება

ამ მეთოდის ეფექტის გამოსაცდელად ფეხები უნდა აწიოთ გულზე უფრო მაღლა. გაჩერდით ასეთ პოზაში მინიმუმ 20 წუთით, დღეში სამჯერ.

2. კომპრესიანი წინდები

დღისით ელასტიური მხარდამჭერის მქონე წინდებით სიარული ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ისინი სისხლის არასწორი მიმართულებით მიმოქცევას შეუშლიან ხელს. ეს ხანგრძლივი მოგზაურობის ან მთელი დღით მაგიდასთან ჯდომის დროს ძალიან გამოგადგებათ.

3. დიეტა და წონის კონტროლი

C ვიტამინი საჭიროა იმ კოლაგენის და ელასტინის საწარმოებლად, რომლებიც ვენებს აძლიერებს, ხოლო E ვიტამინი ვენების ობობისეულ გარეგნობას გააქრობს. მიირთვით ამ ვიტამინებით სავსე ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ლობიო, ვაშლი და მარცვლეული. ასევე ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზები ვენების გაუარესებასაც განაპირობებს, რის გამოც ჯანსაღი ცხოვრების წესი ორივე პრობლემას ერთდროულად მოგიგვარებთ.

4. მცენარეული საშუალებები

ყურძნის ექსტრაქტი, რუტინი და მცენარე გოთუ კოლა გამოირჩევიან ისეთი პრობლემების განკურნების შესაძლებლობებით, როგორიცაა ფეხის შეშუპება, კრუნჩხვები და ობობისეული ვენები. მათი მიღება კაფსულების სახით შეგიძლიათ, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

5. ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური ვარჯიშები ვარიკოზული ვენების პრევენციის იდეალური საშუალებაა. თუმცა, არ შეასრულოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ფეხებზე დიდ ზეწოლას მოახდენს. რაც უფრო მეტს იმოძრავებთ, მით უფრო სწრაფად იმოძრავებს ვენებში სისხლი. სწორედ ესაა საჭირო ვარიკოზული ვენების მიერ გამოწვეული არაკომფორტული შეგრძნებების გასაქრობად.

6. ცხოვრების სტილის შეცვლა

მოერიდეთ დიდი ხნით ფეხზე დგომას ან ჯდომას, განსაკუთრებით სამაგიდო სამსახურის ქონისას. შეიცვალეთ პოზიცია ხშირად, რათა არ შემცირდეს სისხლის მიმოქცევა. არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ხანგრძლივი პერიოდით. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები ფეხის კუნთებს აძლიერებენ და სისხლის მიმოქცევას უწყობენ ხელს, ამიტომ მათი ჩაცმა შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს.

7. მსუბუქი მასაჟი

მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მასაჟისთვის გამოიყენეთ ხელის გული და ნაზი დაწოლისას მოერიდეთ დიდ ვენებზე ზეწოლას და უხეშ მოძრაობებს, რომელიც ვენების რხევას გამოიწვევს. გადაინაცვლეთ ქუსლებიდან მუხლებისკენ. ეს დისკომფორტს ბევრად შეამსუბუქებს.

8. დიდი საკვების ვენებისთვის: ლაზერული აბლაცია

ეს მეთოდი როგორც წესი მაშინ გამოიყენება, როდესაც ზემოთ ხსენებული ხერხები არ მუშაობს და შეშუპება ძალიან უსიამოვნო ხდება. პროცედურის დროს დაავადებულ ვენაში ლაზერის მილი შეყავთ, რომელიც ახურებს და ამკვრივებს ვენების კედლებს, რის გამოც მათი გავლით სისხლის გადმოსხმა წყდება. შემდეგ ხდება ვენის მოშორება დამხმარე ხელსაწყოს გამოყენებით.