ყველამ ვიცით, რომ სხვისი სავარცხლის ან კბილის ჯაგრისის თხოვება არ შეიძლება. თუმცა, არსებობს ამაზე უფრო პერსონალური აქსესუარებიც, რომლების ხმარებაც სხვას არასდროს არ უნდა ვანდოთ. სწორედ ასეთია იმ ნივთების სია, რომელსაც მხოლოდ ერთი პატრონი უნდა ყავდეს:
ტუჩსაცხი
სამწუხაროდ ჰერპესის მსგავსი დაავადებები საკმაოდ ადვილად შეიძლება გადაგედოთ ტუჩსაცხის საშუალებით.
ყურსასმენები
ყველა ადამიანს უნიკალური ბაქტერიული ფლორის ბალანსი აქვს მის ყურში. როდესაც მეგობარს ვუზიარებთ ყურსასმენებს, მაშინ სწორედ ამ ბალანსის დარღვევის რისკის წინაშე ვდგებით. ამან ყურის ინფექციაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ყურსასმენების დეზინფექცია შეგიძლიათ მოახდინოთ მათი ალკოჰოლში ჩადებით.
თმის სამაგრები და დასახვევი საშუალებები
მსგავსი აკრძალვა სავარცხლის და სამაგრების მსგავსად ეხება ყველა ისეთ აქსესუარს, რომელსაც ჩვენს ქალასთან აქვს შეხება. სოკო და ტილი მარტივად შეიძლება გადაგედოთ თმის სახვევებისგან და მსგავსი აქსესუარებისგანაც.
დეოდორანტები
კანის ცუდ სურნელს მასზე არსებული ბაქტერიები იწვევენ. დეოდორანტების თავი სწორედ ამ ბაქტერიებს ეხება, რის გამოც მისი სხვის კანზე წასმისას ბაქტერიების გავრცელება საკმაოდ მარტივად შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა დეოდორანტი ანტიბაქტერიულ საშუალებას წარმოადგენს.
პირსახოცი
ყველანაირი ნესტის შეწოვის უნარის გამო პირსახოცების ზედაპირი იდეალური ადგილი ხდება ობის, ბაქტერიების და სოკოს გამრავლებისთვის. ჰიგიენის ექსპერტების რჩევით ჯობია პირსახოცები ყოველ 3-4 დღეში ერთხელ გამოვცვალოთ. აუცილებლა გააშრეთ ისინი ყოველი გამოყენების შემდეგ და ასევე დააუთოვეთ ხშირად.
ფრჩხილების ლაქი და კოსმეტიკური აქსესუარები
პინცეტები, კბილის მაკრატლები, ეპილატორები, საპარსები და მსგავსი აქსესუარები მხოლოდ თქვენთვის უნდა გქონდეთ გადანახული. ხშირი ხმარების შემთხვევაში ასეთი აქსესუარების ზედაპირზე ხშირად რჩება სისხლის მიკროსკოპული წვეთები. არ გაუზიაროთ ასეთი ნივთები არავის, თუკი გსურთ ინფექციებისა და ჰერპესის თავიდან აცილება.
კანზე ზრუნვის საშუალებები
სახის საწმენდი ფუნჯები, ღრუბლები, ბალიშები და მსგავსი აქსესუარები არავის არ უნდა ათხოვოთ. გარკვეული დროის შემდეგ ისინი თქვენი კანის უჯრედებით ივსება, რაც ასევე ბაქტერიის გადამტან ელემენტებს წარმოადგენს. მათი სხვის კანზე მოხვედრა აკნესა და სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს. გარეცხეთ ასეთი აქსესუარები თბილ წყალში საპონის დახმარებით ყოველი გამოყენების შემდეგ.
ჩუსტები
ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ ფეხის გაოფლიანება გარდაუვალია, რაც იდეალურ სიტუაციას ქმნის სოკოვანი ინფექციების გავრცელებისთვის. კარგი იქნება თუ თქვენს ფავორიტ წყვილსაც კი ხანგრძლივი პერიოდით არ ჩაიცვავთ. ასევე რეკომენდირებულია ჩუსტების გამოცვლა ყოველ 6 თვეში და ასევე მათი დეზინფექცია გარკვეული დროის შემდეგ.