ყოველდღე ბეთჰოვენი 60 მარცვლისგან ყავას იდუღებდა, ხოლო ვოლტეირი დღეში 50 ჭიქა ყავას სვავდა და ამის მიუხედავად 83 წლამდე იცოცხლა. შესაბამისად ყავა ძალიან ცუდ სასმელს არ წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თანაც ამ შვიდი ფაქტის წაკითხვის შემდეგ მისი დალევა მაშინვე მოგინდებათ:
ტვინის მუშაობის გაუმჯობესება
შაქრიანი ყავის დალევისას კოფეინის და გლუკოზის კომბინაცია ააქტიურებს სპეციალურ სექტორებს თქვენს ტვინში. ამის წყალობით თქვენი ყურადღების, კონცენტრაციის და აზროვნების დონეც კი უმჯობესდება. თუმცა, ყავა არ უნდა დალიოთ ცარიელი მუცლის ქონისას.
გაზრდილი სისხლის წნევა
ყავის პატარა ჭიქის დალევასაც კი შეუძლია ებრძოლოს ჰიპოტენზიას, ანუ სისხლის წნევის ზედმეტად დაბლა დაწევას. თუმცა, ყავის დალევა რეკომენდირებული არ არის ტაქიკარდიის ნიშნების მქონე ადამიანებისთვის.
გაძლიერებული იმუნური სისტემა
ყავა თქვენს იმუნურ სისტემას უფრო ჯანსაღს და ძლიერს ხდის. იგი ასევე აჯანსაღებს თქვენს ღვიძლს, გულს და მომნელებელ სისტემასაც. ასეთი ეფექტების მისაღებად უნდა დალიოთ მხოლოდ ბუნებრივი დაფქვილი ყავა, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს.
თავის ტკივილის განკურნება
კოფეინი რომელსა ყავა შეიცავს, თავის ტკივილებისა და შაკიკის ნატურალური განკურნების საშუალებაა. იგი ტკივილგამაყუჩებელ წამლებს ვერ შეედრება, თუმცა ასეთი წამლებიც ხშირად სწორედ კოფეინს შეიცავენ, რაც მათი სხვა კომპონენტების ეფექტურობას 40 პროცენტით ზრდის.
შემცირებული სტრესი და დეპრესია
ყავა ანტისტრესული საშუალების მსგავსად მოქმედებს, რადგან იგი ასტიმულირებს დოპამინისა და სეროტონინის გამოყოფას, რითაც კარგ ხასიათზე დადგომას იწვევს. ერთ ჭიქა ყავას ან მის სურნელსაც კი თქვენი ნერვების დამშვიდება შეუძლია. ყავა ასევე იმ ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორიცაა, რომლის აქტიურობაც დეპრესიისგან გიცავთ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ეფექტი მხოლოდ ყავაში არსებულ კოფეინს გააჩნია ჩაიში, შოკოლადში და გაზიან სასმელებში არსებული კოფეინისგან განსხვავებით.
უკეთესი მეხსიერება
ყავაში არსებული სტიმულატორები თქვენი ხასიათის გაუმჯობესებასთან ერთად მეხსიერებაზეც ახდენენ დადებით გავლენას. ეს რათქმაუნდა მხოლოდ მოკლევადიან მეხსიერებაზე მოქმედებს, თუმცა ყველა ინფორმაცია თავდაპირველად სწორედ მეხსიერების ამ ნაწილში ინახება.
ნაკლები წონა
თქვენს ორგანიზმში ჰორმონი ლეპტინის დონის დაწევისას სხეული ცხიმების შენახვას იწყებს, რის გამოც წონაში იმატებთ. ყავის დალევა სწორედ ამ ჰორმონის დონის აწევაში გეხმარებათ.
ბონუსი
მოამზადეთ ფავორიტი ყავა. დააცადეთ გაგრილება და შემდეგ ჩაასხით ყინულის ფირფიტებში. ამის შემდეგ შედგით საყინულეში.
ცხელ ამინდში გამოიღეთ ყავის კუბები საყინულიდან და ჩაამატეთ რძის ჭიქაში გემრიელი კოქტეილის მისაღებად.