პირადი ჰიგიენის და თავის მოვლის წესები საკმაოდ მარტივია, თუმცა ხშირად მაინც ვარღვევთ მათ. სამწუხაროდ ასეთი შეცდომები ჩვენი სილამაზის გარდა ჯანმრთელობასაც აზიანებს. სწორედ ამიტომ უნდა აირიდოთ ამ მნიშვნელოვანი 7 წესის დარღვევა:
დახველების და დაცემინებისას პირზე ხელის აფარება
ასეთ დროს პირზე ხელების აფარებით ბაქტერიებს სახეზე მოხვედრაში ვეხმარებით, რამაც კანის გაწითლება შეიძლება გამოიწვიოს ეს განსაკუთრებით საშიშია თვალების მოსრესვისას, რადგან ბაქტერიებით სავსე ხელით შეიძლება ქუთუთოების ანთება გამოვიწვიოთ. აიფარეთ პირზე ხელსახოცი ან იდაყვი ხელების მაგივრად.
ფრჩხილების დაჭრა
ფრჩხილები ერთმანეთზე დადებული ერთგვარი ფილებისგან შემდგარ მასას წარმოადგენს. მათი მოჭრისას სჯობს იმაზე უფრო გრძლად დაიჭრათ, ვიდრე გსურთ და ამის შემდეგ მისცეთ მათ სასურველი ფორმა ქლიბების დახმარებით. ამით ფრჩხილების დეფორმაციას აირიდებთ თავიდან.
ქვედა წამწამების შიდა ზოლზე მაკიაჟის წასმა
მაკიაჟის წასასმელი ფანქრის წვერზე უამრავი ბაქტერია გროვდება, რის გამოც მისი თვალის გუგასთან შეხებით შეიძლება ინფექცია გამოვიწვიოთ. ასეთი ბაქტერიების ცრემლებთან შეხება მათი გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. ამიტომ თვალის ფანქრის წასმისას ეცადეთ წაისვათ საღებავი წამწამების ძირებისგან დაშორებით, ქუთუთოს გარეთა მხარეს.
ცხვირის ჩიჩქვნა
თითებზე მოთავსებული ბაქტერიების ცხვირში შეტანით ინფექციის გამოწვევაა შესაძლებელი. გაჭედილი ცხვირის შემთხვევაში ასეთ ბაქტერიებს სინუსებში გადასვლა და უფრო უარესი პრობლემების გამოწვევაც შეუძლიათ. ნესტოების გამოსარეცხად შეგიძლიათ ხელებში დაგროვებული წყალი შეისრუტოთ ერთი ნესტოთი და შემდეგ მეორეთი მიყოლებით, ან გამოიყენოთ ცხვირის გამოსარეცხი სპეციალური აპარატი.
ყოველდღე შხაპის გელით დაბანა
ჩვენი კანი დაფარულია საჭირო ბაქტერიებით, რომლებიც მას იცავს ინფექციებისგან და ასევე ბუნებრივ ტენიანობასაც უნარჩუნებს მას. შხაპის გელის ყოველდღიური გამოყენება სწორედ ამ ბარიერს ანადგურებს და კანის გამოშრობას იწვევს. ყოველდღიურად საპონის და გელის გამოყენება მხოლოდ ჩვენი ხელების, იღლიების და ქამრის ქვემოთ არსებული ტანის ნაწილების დასაბანადაა საჭირო.
ზედმეტად ბევრი კბილის პასტის გამოყენება
ზედმეტად ბევრი კბილის პასტის გამო ჯაგრისის პირები კბილების ზედაპირზე მარტივად სრიალდება და მათ გახეხვას წესიერად ვერ ახერხებს. წაუსვით ჯაგრისზე მხოლოდ ბარდის ზომის კბილის პასტის დოზა.
ზედმეტად ბევრი თმის ბალზამის გამოყენება
თმის ბალზამებს ზედმეტად სქელი ფორმა აქვთ სილიკონისა და სხვა კომპონენტების შემცველობის გამო, რის გამოც ზედმეტად ბევრი ბალზამის ხმარება თმის სწრაფად გაჭუჭყიანებას იწვევს. ამ პროდუქტის თავის ქალაზე მოხვედრის დროს კანის უჯრედები იჭედება, რაც ზედმეტად ბევრი ცხიმის გამოყოფას იწვევს და თმის ზრდის პროცესსაც აზიანებს. გამოყენებული ბალზამის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მონეტის ზომას და ის უნდა წაისვათ მხოლოთ მშრალ და გაყოფილ ბოლოებზე.