ხელნაკეთი სარეცხი საშუალებები უმარტივესი მოსამზადებელია და შემადგენლობაც არ არის მრავალკომპონენტიანი. ისინი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, უსაფრთხოა, შედეგით კომერციულ საშუალებებზე ბევრად უფრო ეფექტურია და ბიუჯეტური. როგორც ხედავთ, მათ ბევრი უპირატესობა აქვს, ამიტომ სცადეთ და მოამზადეთ.
ამჯერად, შემოგთავაზებთ თეთრი სამოსისთვის საჭირო სარეცხი საშუალებების რამდენიმე რეცეპტს.
1. სარეცხის ფხვნილი თეთრი სამოსისთვის
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სარეცხი საპონი 300 გრ
- საკვები სოდა 500 გრ
- კალცინირებული სოდა 200 გრ
- ეთერზეთი (თქვენთვის სასურველი არომატის) 3 წვეთი
მომზადების წესი:
სარეცხი საპონი გახეხეთ სახეხზე, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.
მოამზადეთ ხელნაკეთი მათეთრებელი, რომლის საშუალებითაც თეთრ ნივთებს დაუბრუნებთ სიქათქათეს.
2. სარეცხის ფხვნილი თეთრი ფერის დელიკატური ქსოვილისთვის
მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სარეცხი საპონი 150 გრ
- ლიმონმჟავა 3 ს. კ.
- მარილი 500 გრ
მომზადების წესი:
სარეცხი საპონი გახეხეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ.
3. თხევადი სარეცხი საშუალება თეთრი ქსოვილისთვის
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სარეცხი საპონი 50 გრ
- წყალი 5 ლ
- ბორის მჟავა 25 მლ
- კალცინირებული სოდა 50 გრ
- თქვენთვის სასურველი არომატის ეთერზეთი 8 წვეთი
მომზადების წესი:
სარეცხი საპონი გახეხეთ სახეხზე, დაასხით 2,5 ლ წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაასხით დარჩენილი წყალი და დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. ურევთ განუწყვეტლივ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ქვაბს დაახურეთ ხუფი დ მომზადებლი ხსნარი ცოტა ხნით გააჩერეთ. გაგრილებულ მასას დაამატეთ თქვენთვის სასურველი არომატის ეთერზეთი და თქვენი ხელით მომზადებული მათეთრებელი საშუალებაც მზად არის.
ცადეთ, მოამზადეთ ხელნაკეთი ფხვნილები თეთრი ნივთებისთვის და შედეგი გაგაოცებთ!