9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე რეკომენდირებული არ არის.

ადამიანებისთვის საჭმლის ჭამა და დანაყრება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია მათ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ საქმეების და აქტივობების სიას, რომლის გაკეთებაც მშიერზე და ასევე ჭამიდან მინიმუმ 2 საათის გასვლამდე არ შეიძლება:

ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება

ასპირინი, პარაცეტამოლი და სხვა მსგავსი საშუალებები არ უნდა მიიღოთ ცარიელი მუცლის ქონისას. ეს მათ ეფექტურობას ამცირებს და ასევე შეიძლება გამოიწვიოთ კუჭის სისხლდენაც კი.

ყავის დალევა

მშიერზე დალეული უკოფეინო ყავაც კი ახდენს თქვენს მუცელში ისეთი მჟავების წარმოქმნის სტიმულირებას, რომელიც აზიანებს მომნელებელი სისტემის ქსოვილებს. თუ დილას უზმოზე ყავის დალევა აუცილებლად გსურთ, მიირთვით იგი რძესთან ერთად.

ალკოჰოლის დალევა

ჭამის გარეშე ალკოჰოლის მიღება მისი შეწოვის ფაქტორს ორჯერ უფრო ზრდის, რაც მისი ვენაში შეყვანის ფაქტს უდრის. ასევე ასეთ დროს მცირდება მისი ორგანიზმიდან გამოსვლის პროცესებიც, რაც იწვევს ნაბახუსებზე ყოფნას. ალკოჰოლის ასეთი მიღება ასევე აზიანებს ღვიძლს, გულს და თირკმელებს.

საღეჭი რეზინი

ამ პროდუქტის ღეჭვისას კუჭში მომნელებელი მჟავები გამოიყოფა, რაც ცარიელი მუცლის კედლების დაზიანებას იწვევს. ამან შესაძლოა გასტრიტიც კი გამოიწვიოს. საღეჭი რეზინები ასევე არაჯანსაღ დანამატებსაც შეიცავენ, რის გამოც 10 წუთზე მეტი ხნით ისინი არ უნდა დაღეჭოთ სავსე მუცლის ქონის დროსაც კი.

მშიერი დაძინება

შიმშილი და გლუკოზის დაბალი დონე ხელს გვიშლის ჩაძინებაში და იწვევს არაბუნებრივი ძილის რეჟიმს და ნაადრევ გაღვიძებას. ასევე ძილის ნაკლებობა შიმშილის ჰორმონების დონის გაზრდას იწვევს, რის გამოც მეორე დღეს ჩვეულებრივზე უფრო მეტს ვჭამთ.

ინტენსიური ვარჯიში

მშიერზე განხორციელებული ინტენსიური ვარჯიშების დროს ხდება კუნთების მასის დაკარგვა. ასევე მცირდებაა ვარჯიშის ინტენსივობაც ენერგიის ნაკლებობის გამო.

საყიდლებზე სიარული

ყველამ ვიცით რომ შიმშილი მაღაზიაში საჭიროზე უფრო მეტი პროდუქტის ყიდვას გვაიძულებს ქვეცნობიერად. თანაც, ეს შინაგანი ხმა საჭმელების გარდა სხვა პროდუქტები ყიდვასაც კი გვანდომებს, რადგან მოთხოვნა ” მე მინდა საჭმელი ” ხშირად იქცევა უბრალოდ “მე მინდა” ბრძანებად.

ციტრუსის წვენის დალევა

მჟავები და ძლიერი ფაიბერი, რომელსაც ციტრუსი შეიცავს, აღიზიანებს თქვენს ცარიელ მუცელს და ეს ძალიან საშიშია განსაკუთრებით გასტრიტისი გაჩენის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

კამათი

მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ შიმშილის დროს ნაკლებად თავშეკავებულები ვხდებით. ეს იმის ბრალია, რომ საკუთარი თავის კონტროლი ენერგიას საჭიროებს, რის ნაკლებობასაც ყოველთვის განვიცდით ცარიელი მუცლის ქონის დროს.