
სახის კანს რეგულარულად სჭირდება კვება და დეტენიანება. გარდა მოცემული პროცედურებისა აუცილებელია პილინგი. ამ გზით შეძლებთ მკვდარი უჯრედების მოშორებასა და კანის გაწმენდას.
საბედნიეროდ, გარდა ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებებისა მარტივი, ბიუჯეტური და ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღბებით, სკრაბებითა და მალამოებითაც შეგიძლიათ კანის პრობლემების მოგვარება.
შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური საშუალებების რეცეპტებს. გამოიყენეთ ისინი და შედეგიც არ დააყოვნებს.
1. მკვებავი ნიღაბი
შვრიის, თაფლისა და ნუშის ზეთის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი კანის საუკეთსეო მკვებავი საშუალებაა.
1 ს. კ. დაფქულ შავრიას დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ მიიღოთ საშუალო სისქის ცომის კონსისტენციის მასა, აურიეთ. მიღებული მასა გააგრილეთ, დაამატეთ ჩაის კოვზი ნუშის ზეთი, იმავე რაოდენობის თაფლი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. პილინგი
შემოგთავაზებთ უძლიერესი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა. მისი წყალობით შეძლებთ კანის მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებას.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ვაშლი ან ჩამოთვლილთაგან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი: მსხალი, ფორთოხალი, ატამი, გარგარი, კივი. ხილი დაჭერით და დააბლენდერეთ, დაამატეთ 2-3 ჩ. კ. იოგურტი (დანამატების გარეშე) ან ნაღები, ან რძე და კარგად აურიეთ. ნიღაბი შეიზილეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
3. სკრაბი
ნიღბების გამოყენების წინ აუცილებელია კანის აქერცვლა. საუკეთსო ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებებია შაქრი და სიმინდის ფქვილი. სახე დაიტენიანეთ და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე ცოტა მჭადის ფქვილი ან შაქარი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უმარტივესი საშუალებები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ კანის პრობლემები.