რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩარგოთ ნიორი ყვავილების ქოთანში

2687

ნიორი – სანელებელი, რომელიც ბევრ კერძს შესანიშნავად გარდაქმნის. გარდა ამისა, ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. აღმოჩნდა, რომ ნიორი არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მცენარის მდგომარეობაზეც დადებით გავლენას ახდენს.

დღეს გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ნიორი ოთახის მცენარეების ჯანმრთელობისთვის.

რატომ უნდა ჩარგოთ ნიორი ყვავილების ქოთანში

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, თუ როგორ გაუკეთონ მიწას დეზინფექცია ნივრის დახმარებით. უმეტესობა მათგანი სწორედ ამ მეთოდს იყენებს, რადგან ნიორი მიწიდან ყველა პათოგენს შესანიშნავად გამოდევნის და ამრიგად მცენარისთვის უფრო უსაფრთხო პირობებს ქმნის.

ამ მიზეზით, მცენარეების პროფილაქტიკის და პარაზიტების მოშორების მიზნით მებაღეები და უბრალოდ ფლორის მოყვარულები ნიორს პერიოდულად მიწაში დებენ. შეგიძლიათ ნიორი ოთახის მცენარის „მეზობლად“ დარგოთ, რომელიც ნიადაგში ბაქტერიების, ვირუსების და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ნივთიერებას გამოყოფს. ახლა დეტალურად ნახეთ 2 მოქმედი მეთოდი, როგორ დაიცვათ ოთახის მცენარეები მავნებლებისგან ნივრის დახმარებით.

როგორ დავიცვათ მცენარეები

1. ეს მეთოდი ყველაზე მარტივია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, აიღეთ 1 კბილი ნიორი, მსხვილ ფირფიტებად დაჭერით და მიწაში 1-2 სმ-ზე ჩარგეთ. ნიორი ქოთანში 1 კვირა გააჩერეთ.

ამ პერიოდში მცენარეზე ჩვეულებრივად იზრუნეთ. 7 დღის შემდეგ ნივრის ნაჭრები აუცილებლად ამოიღეთ, რომ მათ ლპობა არ დაიწყონ და ობის წყარო არ გახდნენ.

2. მეორე მეთოდის მიხედვით ნივრის ნაყენი მოამზადეთ. ამისთვის 1 კბილი ნიორი დააქუცმაცეთ და ფაფა 1 ლ წყალს აურიეთ. მიღებული სითხით მცენარე მორწყეთ.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები ოთახის მცენარეების დასაცავად. ასე ყვავილები თავს გაცილებით უკეთ იგრძნობენ და იდეალური გარეგნობით თქვენს თვალს ყოველთვის გაახარებენ! წარმატებებს გისურვებთ!