რატომ გინდათ გამუდმებით რამის ჭამა? ამაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში უნდა გაიგოთ, თუ რატომ ხართ მშიერი და მართლა გშიათ თუ არა. ეს სია სწორედ ამის გარკვევაში დაგეხმარებათ დ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ გიბიძგებთ:
წყურვილი
თუკი ახლახანს ჭამეთ და მაინც გშიათ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და მოიცადეთ ცოტახანი. როგორც წესი ასეთ დროს შიმშილის გრძნობა მალე გაგიქრებათ.
ცარიელი კალორიები
გემრიელი სასუსნავები, ცოტა რაოდენობით ჭამითაც კი თქვენს მადას უფრო აღვიძებენ მისი დაკმაყოფილების მაგივრად, რადგან ისინი ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით ვერ ავსებენ. ამიტომ უნდა შეამციროთ სწრაფი კვების ობიექტებისგან მოწოდებული ნახშირწყლების მიღება.
ძილის ნაკლებობა
7-8 საათიანი ძილის შემთხვევასი შიმშილი არ გაგაღვიძებთ. ღამით ჩვენ ორგანიზმი მელატონინს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონი ორგანოების სწორად მუშაობაზე და ჩვენს ვიზუალზე აგებს პასუხს.
სტრესი
სტრესი გემრიელი ნამცხვრების ჭამის ერთ-ერთი მთავარი გასამართლებელი საბუთია. თუმცა, სჯობს სტრესის დროს დაურეკოთ მეგობრებს, ისაუბროთ სასიამოვნო თემებზე, გაისეირნოთ პარკში, წაიკითხოთ წიგნი ან ივარჯიშოთ. გააკეთეთ რაიმე სასარგებლო დასტრესვის დროს და ნუ მიადგებით პირდაპირ ნაყინის ყუთს.
არასწორი სასუსნავები
ალკოჰოლი მადას აღვიძებს. ამიტომ წვეულებაზე წასვლამდე მიხედეთ თქვენს მენიუს. მიირთვით მსუბუქი, ჯანსაღი სასუსნავები. მაგალითად შებოლილი ბოსტნეული იდეალური არჩევანია წითელი ღვინის დალევის შემდეგ მისართმევად.
პროტეინის ნაკლებობა
პროტეინის ნაკლებობა შიმშილის გრძნობის გაჩენას იწვევს. ბოსტნეულის და ხილის დიეტა კარგია, თუმცა ასევე უნდა მიირთვათ ბერძნული იოგურტი, მჭლე ხორცი, ქათამი, კვერცხები და სხვა პროდუქტებიც, რომლებიც პროტეინებით გაგავსებთ.
სწორი ცხიმების ნაკლებობა
არსებობს შემწვარი, შებოლილი და სწრაფი ცხიმები, რომლებიც ცომიან საჭმელთან ერთად სპეციალური შემთხვევებისთვის უნდა შემოინახოთ. თუმცა, ჩვენი საყიდლების სიაში უნდა შედიოდეს ისეთი სასარგებლო ცხიმები, როგორიცაა თხილეული, ზეითუნის ზეთი, ავოკადო და მარცვლეული.
ცუდი რჟიმი
როგორც წესი დღეში ხუთჯერ უნდა ვჭამოთ საუზმეზე, ლანჩზე, ვახშამზე და ორჯერ მსუბუქუ სასუსნავის მირთმევის დროს. მიირთვით მცირე პორციები ერთნაირი დროის შუალედით.
ინსტაგრამი
ინსტაგრამზე გემრიელი კერძების სურათების თვალიერება შიმშილის გრძნობის გაჩენას იწვევს.
სწრაფად ჭამა
ზედმეტად სწრაფად და სიჩქარეში ჭამის დროს ჩვენი ორგანიზმი ვერ იაზრებს იმას, თუ რა მიირთვით და ამიტომ უფრო მალე გთხოვთ კიდევ ერთხელ დანაყრებას. ამიტომ სჯობს მიირთვათ საჭმელი მშვიდად და აქციოთ ეს პროცესი სასიამოვნო რიტუალად.