10 საჭმელი, რომლის ჭამაც თქვენს კბილებს სერიოზულ ზიანს აყენებს.

ყველას გვსურს ლამაზი და ჯანსაღი ღიმილის ქონა, თუმცა ამისთვის სტომატოლოგთან რეგულარულად სიარულის გადა კიდევ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ხშირად ტკბილეულის ჭამაზე უარის თქმა საკმარისი სრულიად არ გახლავთ კბილების დასაცავად, რადგან მათი დაზიანება ამ სიაში წარმოდგენილ პროდუქტებსაც შეუძლიათ:

მოცვი

მოცვი ჩვენი კბილების ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, თუმცა მათ ლურჯად ღებავს. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მისი ხშირი ჭამა წვენის წყალობით კბილებს გაგიყვითლებთ.

თეთრი ღვინო

თეთრი ღვინო კბილებს ექსტრემალურად სენსიტიურს და ნაზს ხდის მისი დალევის შემდეგ.

წითელი ღვინო

წითელი ღვინოს დალევით თქვენი კბილები ნატურალურ ფერს იცვლიან და უფრო ნაცრისფერ იერს იღებენ.

ჩიფსები

ჩიფსები ნახშირწყლებს შეიცავენ, რაც გლუკოზად იქცევა ნერწყვის ზემოქმედების შედეგად და ამის გამო კბილების ზედაპირის დაზიანება შეუძლია. ჩიფსები ასევე ჭუჭყიან ნადებსაც ტოვებს კბილების ზედაპირზე, რის გამოც პირი მინიმუმ წყლით მაინც უნდა გამოირეცხოთ მათი ჭამის შემდეგ.

საღეჭი რეზინი

საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს თქვენს პირში ნერწყვის გამოყოფის პროცესი ძალიან მატულობს, რის გამოც გამოიყოფა ალკალი. ეს ქიმიური ნივთიერება შლის კბილის ღრუს და მის დამცავ ზედაპირს.

პოპკორნი

პოპკორნი ფრთხილად უნდა ჭამოთ, რადგან მის კოლოფში შეიძლება გაუხეთქავი თესლი შეგხვდეთ. მათი ჩაკბეჩვა იწვევს კბილების გვირგვინების და სუსტი კბილების დაზიანებას. ასევე პოპკორნი ნახშირწყლებს შეიცავს, რასაც საზიანო გლუკოზის წარმოქმნა შეუძლია.

პამიდორი

ციტრუსოვანი ხილის მსგავსად პამიდორიც მჟავებს შეიცავს. იგივე ეხება პამიდვრისგან დამზადებულ საწებელებსაც. მისი მჟავები ძალიან ვნებს კბილებს და ზრდის მათ სენსიტიურობას.

პური, მაკარონი, კარტოფილი

ბევრი სახამებლის შემცველი საჭმელები კბილებს ეწებებიან და დიდი ხნით რჩებიან პირში. კბილებზე დარჩენილი სახამებელი ხელს უწყობს მის ზედაპირზე საზიანო ბაქტერიების გამრავლებას. ასევე სახამებელი ნერწყვთან შეხებისას შაქრად იქცევა, რასაც ჩვენი კბილების დაზიანება და კარიესის გამოწვევაც შეუძლია.

გამომშრალი ხილი

ასეთი ხილის ჭამისას შაქარი პირდაპირ თქვენს კბილებს ეწებება და ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამხელა ზიანის გამოწვევა შეუძლია ამ ნივთიერებას.

ჩაი

ჩაიში ყავაზე უფრო ნაკლები ფტორია, თუმცა ეს ნივთიერება მაინც ძალიან აზიანებს ჩვენს კბილებს. იგი მაინცდამაინცა საშიში არაა ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება კბილების და ძვლების ჯანმრთელობაზა მაინც ახდენს უარყოფით გავლენას. ამიტომ არ უნდა დალიოთ დღეში 4 ჭიქა ჩაიზე მეტი.