დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვა სრულიად არ გახლავთ საკმარისი მათი იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ 8 სერიოზული შეცდომის შესახებ, რომლის გამოსწორებითაც თქვენ კბილებს დაზიანებისგან დაიცავთ:
კბილებზე ჯაგრისის ზედმეტად უხეშად წასმა
კბილების ჯაგრისის ზედმეტად ძლიერად დაჭერის დროს მისი წვეტები იღუნება და კბილებს სწორად არ ასუფთავებს. თანაც, ეს ღრძილების დაზიანებასაც იწვევს.
არასწორი საჭმელების ჭამა
ყველამ ვიცით, რომ ბევრი ტკბილეულის ჭამა კბილებს აზიანებს. თუმცა, კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად აუცილებელია ვჭამოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც კალციუმს, ფოსფორს და ფტორს შეიცავს. კალციუმის შემცველი საჭმელებია რძის პროდუქტები, ხილი და ლობიო. ფოსფორის მიღება შეგიძლიათ თევზის და თხილეულის ჭამით. ფტორს როგორც წესი წყლის სმისას ვიღებთ, თუმცა დამატებით ამისთვის შეგიძლიათ მიიღოთ რძე და მარილი.
ჩვენ არ ვიყენებთ კბილების გასუფთავების დამატებით ხერხებს
იდეალურ კბილის ჯაგრისსაც კი არ შეუძლია კბილების სრულყოფილად გაწმენდა, რის გამოც აუცილებელია გამოიყენოთ კბილის ძაფიც. ასევე ბაქტერიების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოივლოთ პირის საწმენდი სპეციალური სითხეებიც.
ღრძილების მოვლა
თუ თქვენი ღრძილები სუსტია და მათ არ მიეწოდება საკმარისი სისხლი, მაშინ პერიოდონტიტი შეიძლება დაგემართოთ. ამ დაავადების გამო ღრძილებიდან სისხლი წამოგივათ, დაგემართებათ მათი ანთება და ეს გამოაჩენს კბილების ყელს. ამის გამო კბილებიც შეიძლება დაკარგოთ. ღრძილების გასაძლიერებლად უნდა ჭამოთ სოლიდური საჭმელები, დაიმასაჟოთ ისინი კბილის ჯაგრისის ან თითის წრიული მოძრაობებით და დაღეჭოთ ლუკმები ბევრჯერ.
კბილებიდან ტარტარის მოშორება
კბილების ტარტარი ნერწყვისგან და საჭმელებისგან გამაგრებული მინერალების მასაა, რომელიც ძირითადად კბილის უკანა მხარეზე გროვდება. მას ყვითელი და ყავისფერი ფერი აქვს და არ შორდება კბილის ჯაგრისების დახმარებით. ამ მასის მოშორება აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტის საშუალებით, რადგან მას შეუძლია კბილების ირგვლივ არსებული ძვლების ანთების გამოწვევა.
გვგონია რომ ზედმეტად დიდები ვართ ბრეკეტებისთვის
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ კბილების გასწორების პერიოდი მხოლოდ თინეიჯერობის დროა. თუმცა, არასწორი ფორმის კბილების ქონის პრობლემის გამოსწორება ბრეკეტების დახმარებით ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. თანაც, ასეთი პრობლემის დაიგნორებამ შესაძლოა კბილების დალპობა გამოიწვიოს. თუ ზრდასრულ ასაკში ბრეკეტების ტარება გრცხვენიათ, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ ბრეკეტების კბილების უკანა ნაწილზე გაკეთების სპეციალურ მეთოდს.
პირის მარტო ერთი მხარით დაღეჭვა
დაღეჭვას პირის გაწმენდის ეფექტიც გააჩნია. სწორედ ამიტომ თუკი მხოლოდ პირის ერთი მხარით დაღეჭავთ საჭმელს ხშირად, მაშინ მეორე მხარეს კარიესის და სხვა პრობლემების გაჩენის რისკი უფრო მეტად გაიზრდება. ასევე მხოლოდ ერთი მხარით ღეჭვა სახის ცალი მხარის კუნთების უფრო მეტად გაძლიერებას გამოიწვევს, რაც სახის კუნთების ასიმეტრიულ განვითარებას ნიშნავს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილები და სმენის დაქვეითებაც კი.
ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს კბილების სწორად მოვლას
ბევრ მშობელს ჰგონია, რომ საჭირო არაა სარძევე კბილების მოვლა, რადგან ისინი დროებითია. თუმცა, სჯობს ადრეულ ასაკშივე ასწავლოთ ბავშვს კბილების მოვლის სწორი და არასწორი ხერხები, რადგან საკუთარ თავზე ზრუნვის ჩვევები მას სამუდამოდ დაამახსოვრდება.