არ უგულვებელყოთ ინსულტის ეს სიმპტომები – მათ სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.

ნეიროქირურგები ამტკიცებენ, რომ ინსულტიდან სამი საათის გასვლამდე ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში პაციენტის გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი. თუმცა, იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ან თქვენს გვერდით მყოფ ადამიანს ინსულტი ემუქრება, ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ მარტივ ინსტრუქციებს, რომლსი დახმარებითაც ინსულტის საშიშროების მოახლოების ნიშნებს ამოიცნობთ:

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ინსულტი გემართებათ:

  • მარცხენა ხელის, ფეხის ან სახის ნაწილის დაბუჟება
  • ლაპარაკის პრობლემა ან სხვების საუბრის აღქმის პრობლემა
  • მთლიანი ან ნაწილობრივი პარალიზება
  • ერთი ან ორივე თვალით დანახვის პრობლემა
  • თავბრუსხვება და გონების დაკარგვა.

არსებობს ოთხი ნაბიჯი იმისთვის, რომ გაიგოთ ვინმეს ემუქრება თუ არა ინსულტი:

  • სთხოვეთ პაციენტს გაღიმება (ინსულტის შემთხვევაში ადამიანი ვერ გაგიღიმებთ)
  • სთხოვეთ მას მარტივი ფრაზის თქმა (ინსულტის დროს მარტივი ფრაზის სწორად წარმოთქმაც კი რთულია)
  • სთხოვეთ მას ორივე ხელის აწევა (ინსულტის დროს ისინი ამას ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ შეძლებენ)
  • სთხოვეთ მას ენის ამოყოფა (თუ ენა მოხრილია ან რომელიმე მხარეს იხრება რადიკალურად, ესეიგი ადამიანს ინსულტი აწუხებს)

თუკი თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი აქედან ერთ სიმპტომს მაინც გამოამჟღავნებს, მაშინვე დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას.