უგემრილესი პლომბირის მარტივი რეცეპტი. გემო და არომატი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

შემოგთავაზებთ ხელნაკეთი ნაყინის რეცეპტს. მოცემული რეცეპტის მიხედვით მოამზადებთ უგემრიელეს ნაყინს,  რომელიც ბავშვობის ტკბილ მოგონებებში დაგაბრუნებთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნაღები 35%-იანი ცხიმიანობის 2 ჩ. ჭ.
  • შაქრის ფხვნილი 100 გრ
  • ვანილი დანის წვერით

მომზადების წესი:

  1. შეგიძლიათ ნაღები ჩაანაცვლოთ შინაური ცხიმიანი რძით.
  2. ცივ ნაღებს დაამატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და თქვეფთ 5-8  წუთის განმავლობაში.
  3. მომზადებული მასა გადაიტანეთ კონტეინერში და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.

დილით გემრიელად მიირთვით ნაღების უგემრიელესი ნაყინი. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით თქვენს პატარებს!