10 სიმპტომი, რომელიც B12 ვიტამინის ნაკლებობაზე მიგანიშნებთ

B12 ვიტამინის ნაკლებობა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. რომელსაც ხშირად მკაცრი დიეტა და წონის დასაკლებად გაკეთებული ქირურგიული ოპერაციები იწვევს. ნახეთ რომელია ის 10 სიმპტომი, რომელიც B12 ვიტამინის სარისკოდ დაბალ დონეზე მიგანიშნებთ:

1. სისუსტე და დაღლილობა

B12 ვიტამინის ნაკლებობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ხშირი დაღლილობა და სისუსტეა.

2. სუნთქვის უკმარისობა

B12 ვიტამინი ხელს უწყობს ჟანგბადის გადამტანი ცილების წარმოებას ორგანიზმში, რის გამოც მისი ნაკლებობა ხშირად ისეთ ფიზიოლოგიურ პრობლემებს იწვევს, როგორიც სუნთქვის უკმარისობაა.

3. ნერვული დაზიანება

B12 ვიტამინის ნაკლებობა ნერვული უჯრედების დასუსტებას იწვევს, რის გამოც ხელებში და ფეხებში შეიძლება ნემსის ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება გაგიჩნდეთ.

4. ფერმკრთალი ან გაყვითლებული კანი

კანის და თვალის თეთრი ნაწილების გაყვითლება B12 ვიტამინის ნაკლებობაზე მიგანიშნებთ. ამ ელემენტის გარეშე წითელი უჯრედები ორგანიზმში ნორმალურად ვერ გადაადგილდებიან და შესაბამისად კანის ფერი ფერმკრთალდება.

5. ენის გასიება და ანთება

B12 ვიტამინის ნაკლებობის ორალურ სიმპტომად ენის გასიება და მისი ანთებითი პროცესების დაწყება ითვლება.

6. შეკრულობა და გაზების გაჩენა

მსგავს სიმპტომებს ბევრი პრობლემა იწვევს B12 ვიტამინის ნაკლებობასთან ერთად. თუმცა, B12 ვიტამინის ნაკლებობის დაიგნორების შემთხვევაში მსგავსი პრობლემები ქრონიკულ ხასიათს მიიღებს.

7. მხედველობის გაუარესება

B12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ოპტიკურ ნეიროპათიას და მხედველობის გაუარესებას, რადგან ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვების და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.

8. დეპრესია

სხვა ვიტამინების მსგავსად B12 ვიტამინის ნაკლებობაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე. ვიტამინების ნაკლებობა ზოგადად სერიოზულად ასუსტებს ტვინში სეროტონინის წარმოებას, რაც თქვენი ხასიათის დასარეგულირებლადაა საჭირო.

9. შესუსტებული ძვლები

კალციუმის და D ვიტამინის მსგავსად B12 ვიტამინიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების შემქმნელი უჯრედების წარმოებაში. სწორედ ამიტომ მისი დანაკლისი ძვლების სისუსტეს იწვევს.

10. სუსტი ნიშნები მოხუცებში

60 წელს გადაცილებული ადამიანების 10-15 პროცენტს B12 ვიტამინის ნაკლებობა აწუხებს. თუმცა, მოხუცებულ ადამიანებში ამ პრობლემის სიმპტომები ხშირად საერთოდ არ ვლინდება და მხოლოდ მსუბუქი ნიშნებით იჩენს თავს.