თუ თქვენი სხეულის სურნელის გამო თავს არაკომფორტულად გრძნობთ, მაშინ თქვენი დიეტის შეცვლის დროა. მიირთვით ეს კერძები და მათი დახმარებით თქვენს ტანს მუდამ კარგი სურნელი ექნება:
წყალი თუ ლუდი
წყლის დალევა ორგანიზმიდან ცუდი სუნის მქონე ტოქსინების გამოდევნაში გეხმარებათ, ხოლო ლუდის დალევით მასში არსებული ალკოჰოლი ცუდ სუნს ანიჭებს თქვენს ტანს.
იოგურტი თუ რძე
იოგურტის ჭამა ორგანიზმში სუნის გამომწვევ მჟავებს ამცირებს, ხოლო რძე ქოლის შეიცავს, რაც საშინელი სხეულის სუნის გამომწვევი ელემენტია.
ლიმონის წვენი თუ ღვინო
ღვინოს დალევის შემთხვევაში მთელი დღის განმავლობაში თქვენს სხეულს ალკოჰოლის სურნელი ექნება. ლიმონი დაგეხმარებათ ორგანიზმის დეტოქსიკაციაში მის შემცველობაში არსებულო ანტიოქსიდანტების დახმარებით და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის სითხის დახმარებით.
მცენარეული ჩაი თუ ყავა
მცენარეული ჩაი ანტიოქსიდანტების იდეალური წყაროა და რაც უფრო ნაკლები ტოქსინია ორგანიზმში, მით უფრო კარგი სურნელი აქვს მას. ყავის დალევას ორგანიზმში სუნის გამომწვევი მჟავების გააქტიურება შეუძლია.
ვაშლი თუ ყვავილოვანი კომბოსტო
ვაშლი პირში არსებულ ცუდ სუნს გაგიქრობთ, ხოლო ყვავილოვანი კომბოსტო ქოლინის შემველობით თქვენს ორგანიზმს ცუდ სუნს მიანიჭებს.
ფორთოხალი თუ გოგრა
ციტრუსოვანი ხილი სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა და ორგანიზმი მათ სწრაფად ამუშავებს, რის გამოც ისინი თქვენს სხეულს სასიამოვნო სუნს მარტივად მიანიჭებენ. გოგრაში არსებული ქოლინის მიღებისას იგი ორგანიზმში ტრიმეტილამინის ელემენტებად გარდაიქმნება, რაც ცუდი სუნის გამომწვევი პროდუქტი გახლავთ.
დარიჩინი თუ ნიორი და ხახვი
დარიჩინი ხანგრძლივად შეგინარჩუნებთ სასიამოვნო სურნელს, ხოლო ხახვი და ნიორი გოგირდისეულ ელემენტებს შეიცავენ, რომელიც სხეულიდან ფორების საშუალებით გამოვა და სხეულს უსიამოვნო სუნს მიანიჭებს.
ნიახური თუ ასპარაგუსი
ნიახური ორგანიზმს ფერომონების გამოყოფაში ეხმარება, რაც უფრო მიმზიდველს გხდით საპირისპირო სქესისთვის. ასპარაგუსში არსებული მჟავები კი ორგანიზმში გოგირდოვან ელემენტებად გარდაიქმნება, რაც ორგანიზმს არასასურველ სუნს ანიჭებს.
თეთრი თევზი თუ წითელი ხორცი
კვლევების მიხედვით ქალები იმ კაცების სურნელს უფრო მიმზიდველად თვლიან, რომლებმაც 2 კვირიანი უხორცო დიეტა დაიცვეს. თევზის ჭამისას ორგანიზმში ისეთივე ცუდი სუნი არ გამოიყოფა, როგორ ცუდ სუნსაც წითელი ხორცის გადამუშავებისას გამოყოფს სხეული. ამიტომ პაემანზე წასვლის წინ თევზის ჭამა სჯობს.
ფენგრიკის თესლები თუ გოგრის თესლები
ფენგრიკის თესლები მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და ეხმარება ორგანიზმს ცუდი სუნის გამომწვევი ტოქსინების მოშორებაში. გოგრის თესლები ბევრ ქოლის შეიცავენ, რაც ცუდი სუნის გამომწვევ ელემენტს წარმოადგენს.