გაციება, სურდო, სისუსტე, ვირუსული ინფექციები – ვიტამინური ნაზავი საიმედოდ დაგიცავთ თქვენ და თქვენს შვილებს

ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ჯანჯაფილი საუკეთესო საშუალებაა გაციების, სისუსტისა და სურდოს დროს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ჯანჯაფლის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო საშულების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 300-350 გრ ჯანჯაფილი
  • 1 ცალი ლიმონი, დაახლოებით 150 გრ
  • 150-200 გრ თაფლი

მომზადების წესი: 

  1. ჯანჯაფილი ფესვი კანისგან გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. ლიმონს გაასუფთავეთ კანისგან, თესლისგან და ჯანჯაფილთან ერთად გაატარეთ.
  3. დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.
  4. მიიღებთ საკმაოდ თხელ მასას.

პროფილაქტიკისთვის დღეში ერთხელ მიიღეთ სამკურნალო ნარევის 1 ჩ. კ. თუ ნარევს უსიამოვნო გემო აქვს, მაშინ დაამატეთ ჩაის.

ჯანჯაფილი, როგორც ნებისმიერი წამალი, უნდა მიიღოთ ზომიერად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ნებისმიერი მწვავე გამოვლინებისას თავი უნდა შეიკავოთ მისი გამოყენებისგან.

ჯანჯაფილი წმენდს ორგანიზმს ქოლესტერინის დაფებისგან, გამოდევნის ტოქსინებს, პარაზიტებს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. გისურვებთ ჯანმრთელობას!