ეს რუტინული 10 წუთი მუცლის ქონებს დაწვავს და იდეალური ფიგურის მღებაში დაგეხმარებათ.

ფოტო: pxfuel

იდეალური სხეულის ფორმების მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ ფულის დახარჯვა ფიტნეს ცენტრებზე, სპეციალურ დიეტებზე ან წონის კლების კრემებზე. ამისთვის საკმარისია ერთი სკამი და დღეში 10 წუთის დახარჯვა. ეს ვარჯიშები ამ მიზნის მიღწევაში ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ:

ჯვარედინი

  • დადექით სკამის უკან და დააწყეთ მის ზურგზე ხელები.
  • გადადგით უკან რამდენიმე ნაბიჯი და ოდნავ მოხარეთ მუხლები იქამდე, სანამ თქვენი მკერდი იატაკს არ გაუტოლდება
  • ნელა მიბრუნდით მარცხნივ, მარცხენა ხელის ყურის მაღლა გადაწევით
    გაიმეორეთ ოცჯერ, ორივე მხარეს

იატაკის ჯვარედინი

  • დაწექით ზურგზე და დააწყეთ ფეხები სკამზე
  • დაიდეთ ხელები თავის უკან
  • მუცლის კუნთების გამოყენებით აწიეთ მხრები იატაკიდან და შეეხეთ მარჯვენა მუხლს მარცხენა იდაყვით
  • გაიმეორეთ ოცჯერ, გვერდების შენაცვლებით.

ფეხების აწევა

დაჯექით სკამის კიდეზე და მოხარეთ მუხლები, დაიწყეთ ხელის გულები ზურგსუკან.
გადმოწიეთ საჯდომი სკამიდან და აწიეთ მარცხენა ფეხი ჰაერში, იატაკის პარალელურად.
გაიმეორეთ ვარჯიში ოცჯერ, ფეხების შენაცვლებით.

თამასა

  • მიეყრდენით სკამის კიდეს, გაასწორეთ სხეული ერთ სწორ ზოლზე და მიიღეთ პლანკის პოზიცია.
  • გაასწორეთ ზურგი.
  • შეინარჩუნეთ ეს პოზა 30 წამით.
  • ეცადეთ გაზარდოთ ეს დრო ყოველდღე 10 წამით.

ბუქნები

  • დაეყრდენით ხელის გულებით სკამის კიდეს.
  • მოხარეთ მუხლები 90 გრადუსით და დადგით ფეხები მხრებზე ოდნავ უფრო განიერად
    მოხარეთ იდაყვები და ჩაიწიეთ დაბლა. შემდეგ აიწიეთ მაღლა თქვენი ხელების ბოლომდე გასწორებამდე.
  • გაიმეორეთ ვარჯიში ოცჯერ.