9 პროდუქტი, რომლის ჭამითაც თქვენს კბილებს გააჯანსაღებთ

თანამედროვე სამყაროში ხალხი უამრავ ფულს ხარჯავს სტომატოლოგიურ ოპერაციებზე, თუმცა ყოველთვის არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც სახლის პირობებში კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:

9. ყველი და არა საღეჭი რეზინი

ყველი კალციუმის მდიდარი წყაროა, რაც კბილების ჩაღრმავებებისგან დაგიცავთ. ასევე კბილების ჯანმრთელობისთვის მთავარია მჟავიანობის დონეც, რის გაზრდასაც ყველი ახერხებს და ამით კბილებს დაზიანებისგან იცავს. ტკბილ საღეჭ რეზინებს საპირისპირო ეფექტის მოხდენა შეუძლიათ. ისინი ასევე უარყოფით გავლენას მოახდენენ ყბის დაავადებებზეც.

8. ცედრა და მედიკამენტები

ცედრა კბილის ჰიგიენის გამოსწორებასთან ერთად ისეთ სერიოზულ პრობლემებსაც შველის, როგორიცაა კბილის ტკივილი და ღრძილების გასიება. მედიკამენტები ამ პრობლემებს მხოლოდ მოკლე ვადებით ამსუბუქებენ და გრძელვადიან პერსპექტივაში კბილის ჯანმრთელობას აზიანებენ. მათ შეუძლიათ ისეთი კონდიციების გამოწვევა, როგორიცაა პირის სიმშრალე და ა.შ

7. კიტრი და ლიმონი

კიტრში არსებული ფაიბერი ამასაჟებს თქვენს კბილებს და ღრძილებს. ასევე მისი წვენი სასარგებლოა თქვენი პირის ფლორისთვისაც. ლიმონი ვიზუალურად შეიძლება ათეთრებდეს კბილებს, თუმცა იგი მათ მინანქარსაც აზიანებს თავისი მჟავებით.

6. მარწყვი და მარწყვის კამფეტები

მარწყვი იდეალურად ათეთრებს კბილებს და C ვიტამინის იდეალური წყაროც გახლავთ. თუმცა, მარწყვის კამფეტები ზედმეტად დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს, რამაც კბილების დადნობა შეიძლება გამოიწვიოს. მათი ჭამის შემდეგ უნდა გაიხეხოთ კბილები.

5. ტოფუ და გაზიანი სასმელები

ტოფუ ნერწყვის წარმოქმნას აჩქარებს, რაც კბილების გაწმენდაში გეხმარებათ. იგი ასევე კბილებისთვის საჭირო კალციუმის წყაროც გახლავთ. გაზიანი სასმელების უმრავლესობა კბილების ეროზიას იწვევს და თქვენი კბილის მინანქრის ფენას აზიანებს.

4. მწვანე ჩაი და შავი ცაი

მწვანე ჩაი გეხმარებათ ბაქტერიების გაზრდის გაკოტნროლებაში პირის შიგნით, რაც კბილების დამაზიანებელი მჟავების წარმოქმნას უშლის ხელს. იგი ასევე პირში ცუდ სუნსაც აქრობს. შავი ჩაი ტანინის მაღალი კონცენტრაციის გამო თქვენს კბილებს ალაქავებს.

3. ქოქოსის ზეთი და შოკოლადი

ქოქოსის ზეთში არსებული მჟავები პირში იმ ბაქტერიებს ანადგურებენ, რომლებიც კბილების გაფუჭებას, ცუდ სუნს და ღრძილების დაავადებებს იწვევს. ამისთვის პირში ზეთის გამოვლებაა საკმარისი და მისი გადაყლაპვა საჭირო არ გახლავთ. შავი შოკოლადის გარდა ყველა სხვა სახეობა აზიანებს კბილებს. თეთრი და რძის შოკოლადები განსაკუთრებით ბევრ შაქარს შეიცავენ, რითიც სერიოზულად აზიანებენ კბილებს.

2. ნიახური და კარტოფილის ჩიფსები

ეს გემრიელი ბოსტნეული წყლითაა სავსე, რის გამოც კბილები მას მარტივად ღეჭავენ და ამის პარალელურად ნიახური პირში არსებულ ბაქტერიებსაც ანადგურებს. იგი კბილებს შორის ჩარჩენილ საჭმლის ნარჩენებსაც წმინდავს. კარტოფილის ჩიფსები სახამებლებითაა სავსე, რაც კბილებში შეიძლება გაიჭედოს და მათი ეროზია გამოიწვიოს. მათი ჭამის შემდეგ უნდა გაიწმინდოთ კბილებს შორის არსებული სივრცეები.

1. ხახვი

ხახვში არსებული გოგირდის კომპონენტები კბილების დამტვრევას უშლის ხელს. ამისთვის რამდენიმე ხახვის ნაჭერის დაღეჭვაა საჭირო. ასევე კბილებზე ხახვის წასმით თქვენ კბილების ტკივილს შეამსუბუქებთ. ამ მეთოდით კბილებიც შეიძლება გაითეთროთ.