წითელი ყველაზე იშვიათი თმის ფერია
მსოფლიო მოსახლეობის 2 პროცენტზე ნაკლებს აქვს წითური თმა, რაც MC1R გენის მუტაციის შედეგია. თანაც არაა აუცილებელი, რომ მათ მშობლებს წითელი თმა ჰქონდეთ, რადგან თუ ორივე მშობელი ამ გენის მატარებელია, მათ შვილს წითურობის 25 პროცენტიანი შანსი აქვს.
წითურებს უფრო ნაკლები თმა აქვთ თავზე
საშუალოდ წითურ ადამიანს თავზე 90 ათასი თმის ღერი აქვს. ქერებს საშუალოდ 110 ათასი თმის ღერი მოეპოვებათ თავზე საშუალოდ, ხოლო შავგვრემანი ადამიანების შემთხვევაში ეს რიცხვი 140 ათასს აღწევს.
წითური თმის ქონა ყველა ეროვნების ადამიანს შეუძლია
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფერის თმა უფრო ხშირად ჩრდილოეთ ან დასავლეთ ევროპაში გვხვდება, ნებისმიერი ეროვნების ადამიანს შეიძლება ჰქონდეს წითური თმა გენების მიხედვით.
მათ უფრო მეტი ანესთეზია სჭირდებათ
ანესთეზიოლოგიის ჟურნალის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით წითურ ქალებს 19 პროცენტით უფრო მეტი ანესთეზია სჭირდებათ შავგვრემან ქალებთან შედარებით.
წითურებს სხვებზე უკეთ შეუძლიათ ტკივილის გაძლება
MC1R გენის წყალობით მათ ტკივილის გაძლების უფრო მაღალი ბარიერი გააჩნიათ. ეს გენი გამოყოფს ქიმიკატს სახელად ფეომელანინი, რომელიც ტვინის მიერ ტკივილის აღქმის უნარს ბლოკავს.
წითურებში პროსტატის კიბოს გაჩენის შანსი უფრო ნაკლებია
გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ წითური მამაკაცები 54 პროცენტით უფრო ნაკლები რისკის ქვეშ დგანან პროსტატის კიბოსთან მიმართებაში ვიდრე ქერა და შავგვრემანი მამაკაცები.
წითურებს საკუთარი ტემპერატურის უფრო სწრაფად შეცვლა შეუძლიათ
ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ წითურები უფრო სენსიტიურები არიან სიცივესთან და სიცხესთან მიმართებაში, რის გამოც ტემპერატურას ისინი განსხვავებულად აღიქვავენ.
წითელ თმიანი ადამიანიები საკუთარ D ვიტამინს გამოიმუშავებენ
მელანინის დაბალი კონცენტრაციის გამო მათ ორგანიზმს უფრო უკეთ შეუძლია D ვიტამინის შეწოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ სინათლის ნაკლებობის პირობებში ისინი საკუთარ D ვიტამინს გამოყოფენ და მოიხმარენ.