ჩვენს ირგვლივ უამრავი ტოქსინი და სახიფათო ნივთიერებებია დაგროვებული, რომელთან შეხებაც ყოველდღიურად გვიწევს. ქიმიურ ტოქსინებს ვხვდებით საჭმელში, ჰაერში და ჩვენს ფავორიტ გაჯეტებშიც კი. სწორედ ამიტომ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის ეს მეთოდები ყველამ უნდა ვიცოდეთ:
11. დალიეთ წითელი ღვინო
დღეში 1 ჭიქა წითელი ღვინის დალევა გააუმჯობესებს თქვენი ქოლესტეროლის დონეს და დაგიცავთ საშარდე გზების ინფექციებისგანაც.
10. გამოიყენეთ აქტივირებული ნახშირი
ამ ნივთიერებას ტოქსინების უმრავლესობის მოშორება შეულია მძიმე მეტალების და საწამლავის ჩათვლით. რეკომენდირებულია მისი ტაბლეტის მიღება ჭამის ან ალკოჰოლის დალევის წინ.
9. დალიეთ ბევრი წყალი
რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, მით უფრო სწრაფად დატოვებენ ტოქსინები თქვენს ორგანიზმს შარდის სახით.
8. მოერიდეთ გადამუშავებულ შაქარს
გადამუშავებული შაქარი და ხელოვნური დამატკბილებლები ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიზმის პროცესებს ბლოკავენ და ზედმეტი გლუკოზის დაგროვებას იწვევენ სისხლში.
7. ჭამეთ ორგანული პროდუქტები
ორგანული ბოსტნეული, ხილი და ხორცი არ შეიცავს ტოქსინებს და საზიანო ანტიბიოტიკებს. ეს თქვენი მეტაბოლიზმის პროცესებს და მომნელებელი სისტემის მუშაობას გააუმჯობესებს, რა ორგანიზმს სხეულიდან ტოქსინების უკეთ გამოდევნაში დაეხმარება.
6. გაასუფთავეთ ჰაერი ტოქსინებისგან
ტოქსინები და ტოქსიკური ნივთიერებები სახლში ფანჯრიდან მარტივად შემოდის, რის გამოც ოთახში ჰაერის გამფილტრავის დადგმა ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ.
5. დილას დალიეთ მწვანე ჩაი ყავის ნაცვლად
ყავას ქოლესტეროლის დონის გაზრდა შეუძლია. ცუდი ქოლესტეროლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად მწვანე ჩაის დალევა საუკეთესო გამოსავალია.
4. ზოგჯერ შეიკავეთ ჭამისგან თავი
ხშირად ზედმეტად ბევრს ვჭამთ და ეს ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში უშლის ხელს. 1-2 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ ჩვეული პორციების მირთმევისგან და შემდეგ გადადით ჯანსაღ დიეტაზე.
3. წადით საუნაში ან ივარჯიშეთ
მსგავსი აქტივობები ძალიან დაგეხმარებათ, რადგან ოფლის გამოსვლა ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის ერთ-ერთ საუკეთესო ხერხს წარმოადგენს.
2. მიიღეთ პრობიოტიკები
მუცლის უკეთ მუშაობისთვის პრობიოტიკების ან პრობიოტიკებით სავსე საჭმელების მიღებაა რეკომენდირებული. ასეთი პროდუქტების სიის სათავეში მდებარეობს კეფირი და იოგურტი.
1. ისწავლეთ დეტოქსიკაციის სმუზების გაკეთება
დეტოქსიკაციისთვის ჭამის ჩვევების შეცვლა იდეალური არჩევანია. მოამზადეთ სმუზი ხილისგან და ბოსტნეულისგან ან პრობიოტიკებით სავსე კეფირის და იოგურტის გამოყენებით.