ამ 3 დღიანი სამხედრო დიეტით ყველაზე ეფექტურად დაიკლებთ წონაში

0
903

ეს სამხედრო დიეტა მოკლევადიან კვების გეგმას წარმოადგენს, რომელიც მოკლე პერიოდში 5 კილოს დაკლებას გპირდებათ. თუკი წონის დაკლება სწრაფად და ეფექტურად გსურთ, მაშინ ეს შეგიძლიათ ნაყინების და ჰოთდოგების ჭამით სცადოთ ამ მეთოდის გამოყენებით:

რატომ არის ეს მეთოდი პოპულარული

სამხედრო დიეტის ყველაზე მიმზიდველი ასპექტი ისაა, რომ იგი მხოლოდ 3 დღის განმავლობაში გრძელდება და მისი დახმარებით 5 კილოს დაკლებას გვპირდებიან მოკლე ვადაში. ამ მიზნის მიღწევა ჭამის გეგმის ზუსტად დაცვითაა შესაძლებელი. თანაც ეს დიეტა მხოლოდ იმ ინგრედიენტებს საჭიროებს, რომელსაც თქვენს უახლოეს მაღაზიაში ადვილად მიაგნებთ:

პირველი დღე:

საუზმე: ცხელი სასმელი (ყავა ან ჩაი), ერთი ნაჭერი ტოსტი, 2 ს/კ არაქისის კარაქი, ნახევარი გრეიპფრუტი
ლანჩი: ცხელი სასმელი (ყავა ან ჩაი), ერთი ტოსტი, ნახევარი ჭიქა თინუსი
ვახშამი: 85 გრამი მოხარშული ხორცი, ერთი ჭიქა მწვანე ლობიო, ნახევარი ბანანი, პატარა ვაშლი. ასევე შეგიძლიათ თავი გაანებივროთ ერთი ჭიქა ვანილის ნაყინით.

მეორე დღე

საუზმე: ერთი ნაჭერი ტოსტი, მოხარშული კვერცხი, ნახევარი ბანანი
ლანჩი: ერთი მოხარშული კვერცხი, 5 მარილიანი კრაკერი, 1 ჭიქა ხაჭო
ვახშამი: 2 ჰოთდოგი პურის გარეშე, ნახევარი ჭიქა სტაფილო, ერთი ჭიქა ბროკოლი, ნახევარი ბანანი რომელიც შეგიძლიათ ვანილის ნაყინით დაფაროთ.

მესამე დღე

საუზმე: 5 მარილიანი კრაკერი 1 ნაჭერ ყველთან ერთად, პატარა ვაშლი
ლანჩი: 1 ნაჭერი ტოსტი, ერთი მოხარშული კვერცხი
ვახშამი: ერთი ჭიქა თინუსი, ნახევარი ბანანი ერთ ჭიქა ვანილის ნაყინთან ერთად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here