8 სიმპტომი, რომლითაც თქვენი სხეული ვიტამინების ნაკლებობაზე მიგანიშნებთ

ვიტამინების ნაკლებობას უამრავი ადამიანი განიცდის, თუმცა მათი მიღება ჭკვიანურად შედგენილი გეგმის გარეშე შეიძლება უფრო საზიანო იყოს თქვენთვის. ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე სწორ გზებს იმისათვის, რომ თქვენი ვიტამინების დანაკლისი ყველაზე ეფექტურად და ჯანსაღად აღადგინოთ. ასევე გთავაზობთ იმ 8 სიმპტომს, რომლებიც ამ პრობლემაზე მიგანიშნებთ:

1. თმის ცვენა

თმის ცვენას B7 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს. ამი გამოსასწორებლად უფრო მეტი კარტოფილი, ბანანი და ნუში უნდა მიირთვათ.

2. კრუნჩხვები

კუნთების ხშირი კრუნჩხვები კალციუმის, მაგნიუმის და პოტასიუმის ნაკლებობაზე მიგანიშნებთ. ამის გამოსასწორებლად უნდა მიირთვათ გოგრა, ვაშლი, ბანანები და თხილეული.

3. გამონაყარი სახეზე

B7 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს, რომელსაც A, E, K და D ვიტამინებისგან განსხვავებით სხეული ვერ ინახავს და ამის გამო მისი მუდმივად შევსებაა საჭირო. ამისათვის შეგიძლიათ გაზარდოთ სოკოების, ყველის, მოხარშული კვერცხების და კარტოფილის ჭამის სიხშირე.

4. კიდურების დაბუჟება

ამ სიმპტომს B6, B12 და B9 ვიტამინების ნაკლებობა იწვევს. ეს ვიტამინები ორგანიზმში ჯანსაღი სისხლის უჯრედების წარმოებისთვისაა საჭირო, რაც ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს უჯრედებისთვის. ამის გამოსასწორებლად უნდა ჭამოთ მეტი ლობიო, ზღვის პროდუქტები და ციტრუსოვანი ხილი.

5. კოპები ხელებზე და თეძოებზე

აკნეს მსგავსი კოპების გაჩენა A და D ვიტამინების და ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობაზე მიუთითებს. ამის გამოსასწორებლად უნდა შეამციროთ გადამუშავებული ცხიმების მიღება და უნდა ჭამოთ უფრო მეტი ორაგული და თხილეული, ბოსტნეულთან და წიწაკასთან ერთად.

6. თვალების გაყვითლება

B12 ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეულ ამ პრობლემას ქათმის ღვიძლის, რძის, ორაგულის და თინუსის ჭამით გამოასწორებთ.

7. ღრძილების ინფექცია

ამას D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს, რის გამოც ამ ვიტამინის ნაკლებობის გამოსასწორებლად უნდა მიირთვათ რძის პროდუქტები, ყავისფერი ბრინჯი, პომიდორი, ლობიო, თევზი და ყურძენი.

8. ბზარები პირის კუთხეებში

ეს სიმპტომი B3, B2 და B12 ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს, რომლებიც მდიდარია რკინით და თუთიით. მათი დანაკლისის შესავსებად უნდა მიირთვათ თევზეული, კვერცხები, ლობიო და თხილეული. ასევე კარგი იქნება თუ ამ პროდუქტებს შეუხამებთ ბოსტნეულსაც, რადგან C ვიტამინი დაგეხმარებათ ინფექციებთან უკეთ ბრძოლაში და რკინის მეტაბოლიზმს გააუმჯობესებს.