შრამების ქსოვილებით კანი დაზიანებული ნაწილების აღდგენას ცდილობს და ეს ნატურალურ პროცესს წარმოადგენს, რომელიც დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. საბედნიეროდ არსებობს ისეთი მეთოდები, რომლებითაც ამ პროცესის დაჩქარება მარტივად შეგიძლიათ:
10. ვაზელინი
ვაზელინის დღეში სამჯერ წასმა 1-3 კვირის განმავლობაში დაატენიანებს თქვენს კანს და შრამებს უფრო ნაკლებად უხეშს გამოაჩენს.
9. ალოე ვერას გელი
ეს პროდუქტი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და გამოირჩევა ანტიანთებითი და ანტისეპტიკური ეფექტებით, რომლითაც დაზიანებულ კანს კურნავს. საუკეთესო შედეგისთვის გელი უნდა წაისვათ დღეში ორჯერ და დაიტოვოთ კანზე 30 წუთით.
8. სილიკონი
თუ ჰიპერტროფიული შრამების მსგავსი პრობლემების მოგვარება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ სილიკონის საფენები ან გასაშრობი სილიკონის გელი გამოიყენოთ. ისინი ზრდიან კანის ტენიანობას და იცავენ შრამებს ბაქტერიებისგან. ამის შედეგად შრამის ქსოვილი უფრო ბრტყელი და ნაზი გამოჩნდება. სილიკონი უნდა წაისვათ დღეში ორჯერ, შრამის შეხორცებიდან მინიმუმ 2 კვირის შემდეგ.
7. ეთერზეთები (სანდლის ხის ზეთი და ლავანდის ზეთი)
ეთერზეთები ხელს უწყობენ კოლაგენების სინთეზირების პროცესს და შეიცავენ ანტისეპტიკურ ელემენტებს, რის შედეგადაც მათ შრამის განკურნების და კანის რეგენერაციის დაჩქარება შეუძლიათ.
6. მასაჟი
შრამების სამკურნალოდ შეგიძლიათ გაიკეთოთ დაზიანებულ კანზე მასაჟი ლოსიონის გამოყენებით. თუ ამას დღეში რამდენჯერმე გააკეთებთ 15-30 წამის განმავლობაში, ეს დაგეხმარებათ კანის ზედაპირზე გამაგრებული კოლაგენების დაშლაში, რაც კანს რეგენერაციას გაუადვილებს.
5. მზის კრემი
თუ გინდათ რომ შრამს განკურნებაში დაეხმაროთ, მაშინ იგი არასდროს არ უნდა მიუშვიროთ აგრესიულ ულტრაიისფერ სხივებს. ისინი ანელებენ რეგენერაციის პროცესს. სწორედ ამიტომ უნდა წაისვათ შრამებზე მზის კრემი სახლიდან ყოველი გასვლისას.
4. ხახვის ექსტრაქტი
მათი ანტიანთებითი, ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ხახვის ექსტრაქტებზე დაფუძნებული გელები იდეალურად დაგეხმარებიან შრამის ზომის შემცირებაში და მისი ქსოვილების დარბილებაში. სცადეთ ხახვის ექსტრაქტის გელის წასმა შრამებზე დღეში სამჯერ, მათი გაჩენის საწყის პერიოდში.
3. ვაშლის ძმარი და თაფლი
ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებების ქონის შედეგად ვაშლის ძმარი იდეალურად ახდენს შრამების დეზინფექციას, რის შედეგადაც მათ უფრო ნაკლებად შესამჩნევს ხდის. სიწითლის და ანთების თავიდან ასაცილებლად აურიეთ ვაშლის ძმარი თაფლში და წაისვით შრამზე, 10 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
2. ზეითუნის და ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთში შემავალი მჟავები ასტიმულირებს კოლაგენების წარმოებას, ხოლო ზეითუნის ზეთში არსებული ვიტამინები აჩქარებემ აკნეს შრამების განკურნების პროცესს და ატენიანებენ კანს. ამ ეფექტების მისაღებად უნდა დაიმასაჟოთ შრამები ზეთების გამოყენებით 5-10 წუთის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე.
1. C ვიტამინი
ეს ვიტამინი შრამის ვიზუალს ეფექტურად აუმჯობესებს, რადგან კანს კოლაგენების სინთეზირებისთვის სწორედ C ვიტამინი სჭირდება. იგი ასევე აუმჯობესებს კანს ელასტიურობას, ამცირებს სიწითრეს და ასწრაფებს განკურნების პროცესს.