ფუმფულა, რბილი და ორფერი ზებრას მარტივი რეცეპტი. ნამცხვარი, რომელიც ყველას გვიყვარს

შემოგთავაზებთ ლამაზი, ჰაეროვანი, ფუმფულა, რბილი, არომატული და ორფერი ნამცხვარის რეცეპტს. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნამცხვარი ,,ზებრა“ არ უყვარს. მომზადების პროცესი ძალიან სასიამოვნოა, ერთმანეთში არეულია თეთრი და კაკაოს ცომები. მთავარი სიამოვნება წინ გელით, როცა ნამცხვარს დაჭრით და თქვენ წინ ულამაზესი შავ-თეთრი კომბინაცია გადაიშლება, გემო კი განუმეორებელია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 4 ცალი ვერცხი
  • 300 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 200 გრ არაჟანი
  • 1 ჩ. კ. სოდა
  • 500 გრ ფქვილი
  • 2 ს. კ. კაკაო

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი, სოდა. შემდეგ შეაზილეთ ფქვილი.
  2. მომზადებული მასა გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ კაკაო და კარგად აურიეთ.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და შუა ნაწილში რიგრიგობით დაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ცომი, შემდეგ-კაკაოს ცომი. კბილის ჩხირი წრიულად ამოძრავეთ და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-30 წუთი.

მოამზადეთ საოცარი ზებრა და ისიამოვნეთ.