ცილები ჩვენი ორგანიზმის მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათი დანაკლისის შემთხვევაში უამრავი პრობლემა შეიძლება შეგვექმნას. სწორედ ამიტომ უნდა იცნობდეთ იმ სიმპტომებს, რომლებიც ცილების ნაკლებობაზე მიგანიშნებთ:
8. შიმშილი
თუ ყოველთვის შიმშილის გრძნობა გაწუხებთ და საჭმლის ჭამის სურვილი არ გიქრებათ, მაშინ ეს შეიძლება ნახშირწყლებით და შაქრით სავსე დიეტის ბრალი იყოს, რომელშიც საკმარისი ცილები არ შედის.
7. კუნთების მასის დაკარგვა და სახსრების ტკივილი
კუნთებში ყველაზე მეტი ცილები გროვდება. სწორედ ამიტომ კუნთების სისუსტე, ტკივილი და მათი მასის დაკარგვა ცილების ნაკლებობაზე მიგანიშნებთ.
6. კანის და ფრჩხილების პრობლემები
ცილების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების შესუსტება, დაბზარვა და ზოგიერთ შემთხვევაში მათზე თეთრი ზოლების ან ყავისფერი წერტილების გაჩენა. ცილები საჭიროა კანის რეგენერაციისთვის, რის გამოც მისი ნაკლებობის შემთქვევაში კანის გამოშრობას და დაბზარვას შეამჩნევთ.
5. თმის ცვენა
ჩვენი თმების 90 პროცენტი ცილისგან შედგება, რომელსაც კერატინი ეწოდება. თუ საკმარის კვებით ელემენტებს არ მიიღებთ, თქვენი თმა შეიძლება შეთხელდეს და გაუფერულდეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორგანიზმი ცილებს თმის გაზრდაზე უფრო საჭირო პროცესებისთვის ინახავს მისი ნაკლებობის გამო.
4. ცხიმოვანი ღვიძლი
ცხიმოვანი ღვიძლი ცილების ნაკლებობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმპტომია და მისი მკურნალობის დაგვიანებამ შესაძლოა ანთება და ღვიძლის სხვა უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
3. ძვლების მოტეხვის გაზრდილი რისკი
არასაკმარისი ცილების მიღება ასუსტებს ძვლებს და მათი მოტეხვის რისკს ზრდის. ამის მიზეზი ისაა, რომ ცილები საჭიროა ძვლების მიერ კალციუმის შესაწოვად და მათი მეტაბოლიზმის ასამუშავებლად.
2. ძილის ნაკლებობა
ჭამისას მიღებული ცილები ორგანიზმში იმ მჟავების წარმოქმნას უწყობენ ხელს, რომელიც ჩვენ მოდუნებას იწვევს ძილის წინ. სწორედ ამიტომაა საჭირო კარგად გამოძინებისთვის ცილებით მდიდარი საჭმელების ჭამა.
1. ტვინის დაბურვა
ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის ცილეის მიღება აუცილებელია. თუ მოტივაციის ნაკლებობას, მეხსიერების პრობლემებს და ახალი ინფორმაციების სწავლის სირთულეს განიცდით, მაშინ ეს ცილების ნაკლებობის სიმპტომები შეიძლება იყოს.
რეკომენდირებულია ზრდასრული მამაკაცებისთვის დღეში 56 გრამი ცილის, ხოლო ქალებისთვის 46 გრამი ცილის მიღება. ბავშვებმა დღეში 19-34 გრამი ცილა უნდა მიიღონ მათი ასაკის მიხედვით.