ეთერზეთების გამოყენების 9 არაორდინალური გზა, რომელიც ცხოვრებას შეგიცვლით

ბევრი ადამიანისთვის ეთერზეთები არომათერაპიასთან ასოცირდება, თუმცა რეალურად მათი გამოყენება კიდევ უამრავი სასარგებლო გზითაა შესაძლებელი:

1. პიტნის ეთერზეთები აყუჩებს ტკივილს

თავის ტკივილის შემთხვევაში დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი თქვენს კრემს და დაიზილეთ საფეთქლები მისი გამოყენებით.

მენსტრუაციული სპაზმების დროს დაუმატეთ 2 წვეთი ზეთი ჩაის ფოთლებს და მოხარშეთ რამდენიმე წუთით.

კბილის ტკივილის გასაყუჩებლად აურიეთ 2-3 წვეთი ზეთი მცენარეულ ზეთთან. წაისვით ნაზავი ბამბით პრობლემურ კბილზე.

2. ციტრუსის ეთერზეთები ხელს უწყობს წონის კლებას

დაუმატეთ ზეთის რამდენიმე წვეთი ჰაერის გამფილტრავს ან სურნელოვან ლამფას. ოთახში არსებული ციტრუსის სუნი შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ.

აურიეთ ციტრუსის ეთერზეთების რამდენიმე წვეთი მცენარეულ ზეთთან და გამოიყენეთ სალათის მოსამზადებლად. ეს ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.

3. ჩაის ხის ეთერზეთი სუფთა კანისთვის

ეს აკნეს მკურნალობის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. აურიეთ აბუსალათინის და სელის ზეთები ერთმანეთში 1:3 შეფარდებით და დაუმატეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. ნაზავი წაისვით კანზე. უკეთესი შედეგისთვის დაიორთქლეთ სახე ცხელი პირსახოცით და ასე მოიშორეთ ზეთის ნარჩენები და შავი წერტილები სახიდან მარტივად.

ფეხის ფრჩხილების სოკოს სამკურნალოდ წაისვით ინფიცირებულ წერტილზე ჩაის ხის ეთერზეთი.

ტუჩების კუთხეში გაჩენილ ნახეთქებს უმკურნალეთ ჩაის ხის ეთერზეთის 2-3 წვეთთან არეული კრემის სქელი ფენის წასმით

4. ლავანდის ეთერზეთი მწერების ნაკბენებისთვის

გამოიყენეთ ლავანდის ეთერზეთი პარფიუმერიის სახით კემპინგის დროს და მისი არომატი მწერებს დააფრთხობს. თანაც ეს ეთერზეთი უსაფრთხოა ბავშვებისთვის და ორსულებისთვის.

თუ თქვენს კარადაში ჩრჩილები არიან, დაალაგეთ მის თაროებზე ლავანდის ეთერზეთში ამოვლებული ბამბის ბურთულები.

5. ჟასმინის ეთერზეთები აბრეშუმივით თმისთვის

ჟასმინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი აფროდიზიაკია და მისი არომატის მქონე სანთლები რომანტიულ ატმოსფეროს შექმნიან.

დაუმატეთ ჟასმინის ზეთი თქვენი მასაჟის ზეთს და გახადეთ კანი უფრო ნაზი და გლუვი.

ჟასმინის ეთერზეთები არბილებს და აჯანსაღებს თმას. დაუმატეთ 4-5 წვეთი ჟასმინის ზეთი თქვენს შამპონს ან ბალზამს და მის შედეგს მალე იხილავთ.

6. ევკალიპტის ეთერზეთები თქვენი ჯანმრთელობისთვის და იმუნური სისტემისთვის

ევკალიპტის ზეთი დაგეხმარებათ შეშუპების გაქრობაში ცხვირის არეში. გამოიყენეთ 1-2 წვეთი პირში გამოსავლებად ყელის ტკივილის დროს და 3-4 წვეთი შესასუნთქად.

ხველების შესამსუბუქებლად აურიეთ 4-5 წვეთი ზეთი ალკოჰოლიან პროდუქტთან და დაიდეთ მისი კომპრესები.

ევკალიპტის ზეთი დაგეხმარებათ ჯალურჯებების, მსუბუქი ჰემატომების და ბებერების მოშორებაში. ამისთვის შეურიეთ მას მცენარეული ზეთი და წაისვით დაზიანებულ კანზე.

7. ნაძვის ეთერზეთები სუფთა სახლისთვის

ყველა წიწვოვანი სურნელის მქონე ეთერზეთს მარტივად შეუძლია სახლის დეზინფექცირება. წაუსვით ცოტა ზეთი ბამბის ნაჭერზე და შეარჭეთ იგი მტვერსასრუტში. მისი გამოყენებისას სახლი სასიამოვნო არომატით აივსება.

ნაძვის ეთერზეთს მკვეთრი სუნის მოშორებაც შეუძლია. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მარილით სავსე ჯამს და დადგით სუნიან ადგილას.

დაუმატეთ ნაძვის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი ჭურჭლის საპონს და ამით ჭურჭელს გააბრწყინებთ.