ფრჩხილის სოკოს უკან რომ დაახევინოთ და უსიამოვნო სიმპტომები მოიშოროთ, იხელმძღვანელეთ მარტივი ინსტრუქციით

ფრჩხილის სოკო საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, რომელსაც იწვევს: ტენიანობის მუდმივი ზემოქმედება, სინთეტიკური წინდები, არასათანადო ჰიგიენა, ჰიგიენის დაუცველობა, ცუდი სისხლის მიმოქცევა,  ოფლიანობა.

ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს. კომერციული მედიკამენტების პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელნაკეთი საშუალებებიც, რომელთა წყალობით  შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული, ყველასთვის ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტური   საშუალების რეცეპტს.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ეთილის სპირტი 90%
  • წყალბადის ზეჟანგი
  • თეთრი ძმარი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით და ჩაასხით მინის ბოთლში, შეანჯღრიეთ და სამკურნალო ნარევიც მზად არის.
  2. ბამბის ტამპონი გააჯერეთ მომზადებული ნარევით და წაისვით დაზიანებულ ფრჩხილზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ. გისურვებთ ჯანმრთელობას!