იოგა თქვენ გეხმარებათ გონების გაწმენდაში და ჰარმონიის პოვნაში, თუმცა ბევრმა არ იცის რომ მას სხეულის გაძლიერებაც შეუძლია. იოგით დაკავებული ადამიანები ხშირად ეშლებათ სავარჯიშო დარბაზის ხშირ სტუმრებში, რადგან იოგა მართლაც იდეალურად ზრუნავს თქვენს სხეულზე. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იოგის ყველაზე ეფექტურ მეთოდებს:
1. კატა/ძროხა
- დადექით ოთხზე
- ფეხები უნდა იყოს უკან მიმართული და მუხლები იატაკზე, რათა ფეხის თითებს არ დააწვეს წონა
შეისუნთქეთ და დახარეთ ზურგი დაბლა, გაწელეთ თავი მაღლა და გადაწიეთ უკან ნელი მოძრაობით. - ამოსუნთქვასთან ერთად გადაწიეთ თავი წინ მკერდისკენ და აწიეთ ზურგი მაღლა კუზის ფორმის მისაღებად
- გაასწორეთ თქვენი სხეული და დაისვენეთ იატაკზე.
2. ძაღლი
- დადექით ოთხზე და დადგით ხელები მხრების სიგანეზე
- მოხარეთ ზურგის ქვედა ნაწილი და ამოსუნთქვასთან ერთად მოაშორეთ ხელები იატაკს. აწიეთ საჯდომი უკან და მაღლა. გაწელეთ ხელები ერთ ზოლზე შიდა სახსრების გასაწელად
- გაამაგრეთ მუხლები და დააწექით ქუსლებით იატაკს
- გაჩერდით ასეთ პოზაში 1 წუთი
3. ტრიალა სამკუთხედი
- გაშალეთ ფეხები 1 მეტრის სიგანეზე და გაშალეთ ხელები გვერდებზე
- შესუნთქვასთან ერთად აწიეთ ორივე მხარე მაღლა, გადაიხარეთ მარჯვნივ და დადეთ მარჯვენა ხელი იატაკზე ფეხის გვერდით
- აღმართეთ მარცხენა ხელი მაღლა
- გაწელეთ ხერხემალი და კისერი და შეხედეთ მარცხენა ხელის გულს
- ისუნთქეთ 20-30 წამით და ამოსუნთქვასთან ერთად გაიმართეთ წელში, შემდეგ კი გაიმეორეთ იგივე პროცესი მეორე მხარეს
4. მებრძოლის პოზა
- აწიეთ ხელები მაღლა და შეატყუპეთ ხელისგულები
- ჩაისუნთქეთ ღრმად და დადგით ფეხები 120 სანტიმეტრით შორს ერთმანეთისგან
ამოისუნთქეთ მარჯვნივ მიბრუნებისას, მიაბრუნეთ მარჯვენა ფეხი 90 გრადუსიტ მარჯვნივ და მარცხენა ფეხი ოდნავ მარჯვნივ. - მოხარეთ მარჯვენა ფეხის მუხლი სწორი კუთხის მისაღებად
- დაჭიმეთ მარცხენა მუხლის კუნთები და გაშალეთ ფეხი
- გაწელეთ ხერხემალი და შეხედეთ შეტყუპებულ ხელისგულებს. გაჩერდით ამ პოზიციაში 20-30 წამით და ისუნთქეთ მშვიდად.
5. არწივი
- დადექით გამართულად, აწიეთ მარჯვენა ფეხი და შემოახვიეთ მარცხენა ფეხს, ჩამოდევით მარჯვენა ფეხის ცერა თითი მარცხენა ფეხზე
- მიადეთ მარჯვენა ხელი მარცხენას და აწიეთ თითები მაღლა
- შეინარჩუნეთ ბალანსი და დაწიეთ სხეული რაც შეიძლება დაბლა. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 15-20 წამის განმავლობაში, ისუნთქეთ მშვიდად და ღრმად.შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას, ამოისუნთქეთ და გაიმეორეთ იგივე ეფექტური იოგის მეთოდის ტექნიკა მეორე მხარეს. გაჩერდით ჩაწეულ მდგომარეობაში იმდენი ხნით, რამდენ ხანსაც შეძლებთ.