დროდადრო ყველა დიასახლისი დგება ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა ცხიმისა და ნამწვავისგან ღუმელის გაწმენდა. შემოგთავაზებთ ეფექტურ მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც მოცემულ პრობლემას მინიმალური ძალისხმევის შედეგად გადაჭრით.
ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინფორმაციას. გაითვალისწინეთ შემოთავაზებული რჩევები, გამოიყენეთ უმარტივესი, ბიუჯეტური, უსაფრთხო საშუალებები და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღეთ სასურველი შედეგი.
- მოამზადეთ ცხელ წყალისა და სარეცხი საპნის ან ჭურჭლის სარეცხი საშუალების ნარევი და საცხობ ფორმაზე დაასხით. ღუმელის შიგნითა ზედაპირი, კედლები ხსნარით კარგად გაწმინდეთ. საცხობი ფორმა შედეთ ღუმელში, კარი დახურეთ და ღუმელი გააცხელეთ 100-120 გრადუს ტემპერატურაზე. სამოქმედოდ დატოვეთ ნახევარი საათი. წყლის ორთქლი შლის საკვების ნარჩენებს, ცხიმებსა და ნამწვავებს. ღუმელი გამორთეთ, გამოაღეთ, ოდნავ შეაგრილეთ და მთელი ზედაპირი დატენიანებული ტილოთი კარგად გაწმინდეთ. ჭუჭყსა და ცხიმებს ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაშორებთ.
- ღუმელის კარის მინის შიგნითა ზედაპირზე არსებული ყავისფერი ნადების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა სოდა. სოდას დაასხით ცოტა თბილი წყალი და დაბინძურებული ადგილები კარგად გაწმინდეთ. სამოქმედოდ დატოვეთ 15 წუთი. შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს. მოცემული მეთოდით შგიძლიათ გაწმინდოთ ღუმელის თაროც.ღუმელის გაწმენდა შეგიძლიათ ძმრით. ძმარი დაასხით ღუმელის შიგნითა ზედაპირზე, ღრუბლით კარგად გაწმინდეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ ღრუბლით ან ჯაგრისით კიდევ ერთხელ კარგად გაწმინდეთ.
- აიღეთ 1 წილი ძმარმჟავა და 1 წილი წყალი. ნარევით გააჯერეთ ჩვეულებრივი ნაჭერი და ღუმელის კედლები კარგად გაწმინდეთ. საკვები სოდა მოაყარეთ დაბინძურებულ ადილებზე და მცირე დროით დატოვეთ სამოქმედოდ. ძმრის სოდასთან რეაქციის შედეგად გამოთავისუფლებული წყალბადი აბსოლუტურად უვნებელია, მაგრამ ეს ხელს უწყობს ღუმელის კედლებიდან ყველაზე კოროზიული ჭუჭყის მოცილებას. ბოლოს ღუმელი საპნიანი თბილი წყლით გაწმინდეთ. თქვენი ღუმელი ახალივით იბრწყინებს.
- საკვები მარილი მოაყარეთ ღუმელის შიგნითა ზედაპირზე. შემდეგ ღუმელი გააცხელეთ, როდესაც მარილი გაყავისფერდება, აწმინდეთ ან მტვერსასრუტით აიღეთ და ღუმელი დატენიანებული ტილოთი გაწმინდეთ.
- ღუმელის ზედაპირიდან ცხიმების მოშორებას შეძლებთ გამაფხვიერებლის საშუალებით. ღუმელის დაბინძურებულ ზედაპირზე მოაყარეთ გამაფხვიერებელი, სპრეი ბოთლით მოასხით წყალი და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. ცოტა ხნის შემდეგ დატენიანებული ტილოთი გაწმინდეთ.შეგიძლიათ გამაფხვიერებლის ნაცვლად ლიმონმჟავა გამოიყენოთ.
- ღრმა თასში ჩახეხეთ ცოტა სარეცხი საპონი დაამატეთ ცოტა ძმარი, თბილ წყალში გაზავებული სოდა და კარგად აურიეთ. შემდეგ მზა ნარევით გაწმინდეთ ღუმელის შიგნითა ზედაპირი, კარის მინა და დააყოვნეთ რამდენიმე საათი. თასში ჩაასხით თბილი წყალი, აიღეთ სუფთა ტილო და ღუმელი კარგად გაწმინდეთ.ამავე ხსნარით შეგიძლიათ გაწმინდოთ საცხობი ფორმები, სახელურები, თარო. ის კარგად უმკლავდება ძველ ჩამჯდარ ჭუჭყს და საერთოდ არ აზიანებს მინანქარს.
- ღუმელის გასაწმენდად აურიეთ ¼ ფინჯანი წყალი, ¼ ფინჯანი მარილი და ¾ ფინჯანი სოდა. მიიღებთ სქელ მასას. ღუმელის შიგნითა ზედაპირი ჯერ სველი ნაჭრით გაწმინდეთ და შემდეგ მომზადებული ნარევით გააჯერეთ ღრუბელი და კარგად გაწმინდეთ. სამოქმედოდ დატოვეთ დილამდე. დილით დატენიანებული ჩვრით კარგად გაასუფთავეთ. ეს საშუალება შედეგს მოგცემთ თუ ღუმელი ძალიან არ არის დაბინძურებული.
- ამ ხელნაკეთი საშუალებით შეგიძლიათ გაწმინდოთ არა მხოლოდ ღუმელი, არამედ ონკანსა და საშხაპეს მოაშოროთ ჟანგი. ხელნაკეთი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 შეფუთვა ლიმონმჟავა, 1 ჩ. კ. მშრალი საწმენდი საშუალება, როგორიცაა ,,პემოლუქსი” და 1 ჩ. კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიღებული მასით კარგად გაწმინდეთ ღუმელის შიგნითა ზედაპირი, კედლები და სამოქმედოდ დატოვეთ 15 წუთი და შემდეგ სველი ღრუბლით გაწმინდეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ ბიუჯეტური ხელნაკეთი საშუალებები და მიიღეთ მაქსიმალური შედეგი.