7 ვარჯიში ბრტყელი მუცლის და წვრილი წელის მისაღებად, რომლის გაკეთებაც სკამზე ჯდომის დროსაც შეგიძლიათ

0
1220

ზაფხულამდე იდეალური სხეულის ფორმების ჩამოსაყალიბებლად ხშირად ვაიძულებთ თავს სავარჯიშო დარბაზში სიარულს. თუმცა, არსებობს საკმაოდ ეფექტური ვარჯიშის მეთოდებიც, რომლების შესრულებაც თქვენ სკამიდან აუდგომლად შეგიძლიათ სახლში ან ოფისშიც კი:

7. გახურება

  • დაჯექით სკამის კიდეზე და დაიდეთ ხელები მუხლებზე
  • ნელა გადაიხარეთ უკან მუცლის დაჭიმვით და შეინარჩუნეთ ზურგი სწორ მდგომარეობაში.
  • შეეხეთ ზურგით სკამის ზურგს და ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას
  • გაიმეორეთ თორმეტჯერ.

6. ტვისტი

  • საწყისი პოზიცია იგივეა
  • მოხარეთ ხელები და დაიდეთ თავის უკან
  • მიატრიალეთ წელი მარჯვნივ და შეინარჩუნეთ ფეხები და თეძოები ერთ ადგილზე. გაჩერდით ასე 3 წამი და მიტრიალდით მარცხნივ.
  • გაიმეორეთ იგივე პროცესი ათჯერ, ორივე მხარეს

5. წინ გადახრა

  • დაიდეთ ხელები თავის უკან და გადააჯვარედინეთ თითები
  • ნელა გადაიხარეთ წინ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გადახრისას არ დაიხმაროთ ხელები
  • გაიმეორეთ თხუთმეტჯერ.

4. მიწიეთ მუხლები მკერდისკენ

  • დაჯექით სკამზე კომფორტულად
  • მიწიეთ ერთი მოხრილი ფეხი მკერდისკენ, დაიჭირეთ მუხლი ხელებით და გაჩერდით ასე 3 წამით
    დაუბრუნდით საწყის პოზიციას
  • გაიმეორეთ იგივე ორივე ფეხით თხუთმეტჯერ.

3. მუხლების მკერდისკენ მიწევა და ფეხების გასწორება

  • გადაიხარეთ სკამზე უკან და შეატყუპეთ ფეხები
  • მიიტანეთ მუხლები მკერდთან და დაიჭირეთ ასე 3 წამით
  • შემდეგ გაშალეთ ფეხები და ასე გაჩერდით 3 წამი
  • ნელა მოხარეთ მუხლები და მიიტანეთ მკერდამდე, შემდეგ კი ისევ გაასწორეთ
  • გაიმეორეთ ეს ვარჯისი ათჯერ

2. მუხლების მოხრა

  • დაჯექით სკამზე და გადაიხარეთ უკან
  • მიწიეთ მუხლები მკერდამდე
  • დაიწყეთ ფეხების ტრიალი
  • დაატრიალეთ ტერფები ორივე მხარეს ათჯერ

1. მაკრატელი

  • გადაწექით სკამზე უკან და მოეჭიდეთ მის გვერდებს ხელებით
  • აწიეთ ფეხები და გადაშალეთ გვერდებზე, შემდეგ კი გადაკვეთეთ ისინი შუაში
  • ამოძრავეთ ასე მაკრატლის მოძრაობის მსგავსად ფეხები 1 წუთის განმავლობაში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here