შოკოლადის ტორტი “ვულკანი” მოხარშული რძის კრემით. გემრიელი, ნაზი და არომატული

1215

შემოგთავაზებთ უგემრიელესი შოკოლადის დესერტის რეცეპტს, რომელიც მოხარშულ კრემთან ერთად უნდა გამოცხვეს. ნამცხვარი საოცრად გემრიელი, რბილი და ნაზია. დაგჭირდებათ 24 სანტიმეტრიანი დიამეტრის ფორმა.

საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის:

  • ფქვილი 300 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • რძე 150 მლ
  • შაქარი 12 გრ
  • ვანილი
  • კაკაო 2 ს. კ.
  • სოდა 2 ჩ. კ.
  • ზეთი 75 გრ

საჭირო ინგრედიენტები კრემისთვის:

  • რძე 500 მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 100 გრ
  • ვანილი
  • სახამებელი ან ფქვილი 60 გრ
  • კარაქი 50 გრ

პირველ რიგში, ვამზადებთ კრემს:

რძე გააცხელეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ სახამებელი, ვანილი. დაასხით ცოტა თბილი რძე და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ რძის დარჩენილი ნაწილი და მოხარშეთ კრემი.

ცომის მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, რძე, ზეთი, სოდა, კაკაო და გაცრილი ფქვილი. ფქვილი ნელ-ნელა შეაზილეთ. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, და ცომი გაანაწილეთ. შუაგულში განათავსეთ კრემი.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრ ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი. გაციების შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.

უგემრიელესი ნამცხვარი ზემოდან მინანქრით ან გამდნარი თეთრი და შავი შოკოლადით, ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კრემით დაფარეთ.

მოამზადეთ უგემრიელესი და ულამაზესი ნამცხვარი და ისიამოვნეთ.