ფრჩხილის კუთხის კანში ჩაბრუნება გავრცელებული პრობლემაა და მისი მკურნალობა სასწრაფოდაა საჭირო. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე სასარგებლო მეთოდებს, რომლითაც ყველაზე ეფექტურად შეძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას:
1. აბაზანა ეპსომის მარილით
ეპსომის მარილიანი აბაზანის მიღება დაარბილებს ფეხის კანს და შეამსუბუქებს შეშუპებას. ის ასევე დაარბილებს ფრჩხილს და მის მოჭრას გაგიადვილებთ.
2. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი ცნობილია ანტისეპტიკური თვისებებით. იგი დაგეხმარებათ ინფექციის პრევენციაში და მოგიხსნით კანის დასიების პრობლემას.
3. ჯანჯაფილის პასტა
ჯანჯაფილის პასტა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილის გამაყუჩებელი თვისებებით გამოირჩევა. მისი წასმით თქვენ შეამცირებთ შეშუპებას და გაიქრობთ ტკივილს ჩაბრუნებული ფრჩხილის არეში.
4. ლიმონის წვენი და თაფლი
წაისვით ლიმონის წვენი და თაფლი თითზე და შეიხვიეთ საფენით. ამ პროდუქტების ანტიმიკრობული თვისებები ინფექციების პრევენციაში იდეალურად დაგეხმარებიან.
5. შეინარჩუნეთ ფრჩხილი აწეულ მდგომარეობაში ბამბის დახმარებით
ამოუდეთ ფრჩხილის კუთხეს ქვეშიდან ბამბის ნაჭერი მისი აწეულ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. ეცადეთ ხშირად შეცვალოთ ბამბა ახალი ნაწილით.
6. აწიეთ ფრჩხილი კბილების საწმენდი ძაფით
ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ფეხების აბაზანაში ჩალბობის შემდეგ. ყოველ ჯერზე ამოწიეთ დალბობილი ფრჩხილი ოდნავ უფრო მაღლა და ასე მას მარტივად დაარბილებთ.
7. სწორად დაიჭერით ფრჩხილები
- ფრჩხილების ჩაბრუნებისგან თავის დასაცავად უნდა ისწავლოთ ფრჩხილების სწორად დაჭრა:
- ყოველთვის დაიწყეთ მოჭრა კუთხეებიდან და არა შუიდან
- რაც უფრო სწორი იქნება კუთხე, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება ფრჩხილის ჩაბრუნების
- არ დაიჭრათ ფრჩხილები ზედმეტად მოკლედ, რადგან ისინი შეიძლება კანში ღრმად ჩავიდნენ გაზრდისას
- დაიჭერით ფეხის ფრჩხილები ყოველ 2-3 კვირაში
8. ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი
ჩაიცვით ღია ფეხსაცმელები, რომლებშიც თითების სამოძრაოდ საკმარისი ადგილი გექნებათ. იდეალური არჩევანი იქნება რბილი მასალებისგან დამზადებული ფეხსაცმელები, რათა ფეხმა “სუნთქვა” შეძლოს.
9. ესტუმრეთ ექიმს
თუკი ვერცერთი მეთოდი ვერ მოგცემთ სასურველ შედეგეს 2-3 დღეში, მაშინ სჯობს ექიმს მიმართოთ ანტიბიოტიკების მისაღებად.